მთავარიევროპაუკრაინაუკრაინა პარტნიორებისგან ერთ მილიარდ ევროზე მეტ დახმარებას მიიღებს

უკრაინა პარტნიორებისგან ერთ მილიარდ ევროზე მეტ დახმარებას მიიღებს

ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, საერთაშორისო თანამეგობრობა უკრაინას კვლავ ეხმარება.

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში შეკრებილმა ორმოცდაათზე მეტი ქვეყნის ლიდერმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უკრაინის პრეზიდენტისგან მოისმინეს, თუ რა სჭირდება უკრაინას, რომ ცივ ზამთარს და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მუდმივ იერიშებს გაუმკლავდეს.

„ჩვენ გვჭირდება გარანტია, რომ ზამთარში უკრაინაში ენერგეტიკული სტაბილურობა იქნება და უკრაინიდან თქვენს ქვეყნებში მიგრანტები აღარ გადავლენ. ჩვენ გვინდა გარანტია, რომ აღარ იქნება გაფიცვები და არც ელექტროენერგია გაითიშება და რუსეთი იარაღის ყიდვას ან დახმარების მიღებას სხვაგან, მაგალითად, ირანისგან ვეღარ შეძლებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის მთავრობის განცხადებით, ქვეყანას დაახლოებით 800 მილიონი ევრო სჭირდება. პარტნიორები კი დასახმარებლად მზად არიან.

„უკრაინას გადავცემთ 415 მილიონ ევროს ელექტროენერგიისთვის, 25 მილიონს – წყლისთვის, 38 მილიონს – საკვებისთვის, 17-ს ჯანდაცვისთვის, 22-ს ტრანსპორტისთვის და დამატებით 493 მილიონ ევროს, რომლიც კონკრეტული სექტორისთვის ჯერ არ არის გაწერილი. მთლიანობაში დახმარება მილიარდ ევროზე ოდნავ მეტია”, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონა.

ეს არის მოკავშირე ქვეყნების კოლექტიური დახმარება. უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იმ ქვეყნების წყალობით, რომლებიც უკრაინის მოკავშირეებად რჩებიან, უკრაინა ზამთარს მომზადებული შეხვდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend