საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა მძიმეა და ეს წლიდან წლამდე უარესდება – ასეთია ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ კვლევის შედეგი.
ეს კვლევა ოკუპირებულ გალსა და ახლაგორში 2022 წელს ჩატარდა და ბევრი პრობლემა გამოავლინა. მაგალითად, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა – გამოხატვისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, ჯანდაცვის მომსახურებასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობა.
კვლევაში საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაც არის შეფასებული ოკუპირებულ ტერიტორიებსა და პირობითი საზღვრების მიმდებარედ მცხოვრებ მოქალაქეებთან მიმართებით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეს პოლიტიკა ეფექტური არ არის.
„ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში ამ კვლევის ავტორმა, თეონა ფირანიშვილმა ისაუბრა