საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ დღესმ 12 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება, ხოლო დანარჩენზე საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ანაკლიის პორტის აშენება საქართველოს მთავრობისთვის 2016 წლიდან იყო პრიორიტეტული, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ინვესტორმა ვერ შეასრულა ვალდებულება და პორტი არ აშენდა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ბიზნესმენებებზე – ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე, რომლებიც ახლა პარტია “ლელოს” ლიდერები არიან.