მთავარიაზიაირანიირანში დემონსტრანტის სიკვდილით დასჯას აპროტესტებენ

ირანში დემონსტრანტის სიკვდილით დასჯას აპროტესტებენ

11 დეკემბერს გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ირანში ერთ-ერთი მომიტინგე ხომეინის სემინარიის შესასვლელთან საგანს დებს, შემთხვევის ადგილიდან გარბის, ობიექტი კი ფეთქდება.

რამდენიმე დღით ადრე ასევე გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, რომ ქალაქ ზაჰედანში პარასკევის ლოცვის შემდეგ მლოცველები გამოდიოდნენ ლოზუნგებით: “სიკვდილი ბასიჯის წევრებს” და “სიკვდილი დიქტატორს”. რამდენიმე მათგანს თან ჰქონდა ირანის დროშა, რომელზეც ისლამური რესპუბლიკის ემბლემა არ იყო დატანილი. ირანში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.

ირანში საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო გაიზარდა, რაც ისლამურმა რესპუბლიკამ პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე სიკვდილით დასაჯა.

23 წლის მოჰსენ შეკარი ხუთშაბათს ჩამოახრჩვეს. მას თეირანის ქუჩის გადაკეტვა და სამართალდამცველის დაჭრა ედებოდა ბრალად.

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო ასობით ადამიანია დაკავებული.

დემონსტრანტები შიშობენ, რომ ახლა ყველა დაკავებულს საფრთხე ემუქრება, რადგან შეიძლება ნებისმიერი მათგანი სიკვდილით დასაჯონ.

ირანის მთავრობის განცხადებით, ისინი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ თავშეკავებულად მოქმედებდნენ. აქციები ირანში 16 სექტემბერს 22 წლის ირანელი ქურთი ქალის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო დაიწყო.

დემონსტრაციები იმართება სხვადასხვა ქვეყანაში. იტალიის დედაქალაქ რომში ირანის საელჩოს წინ გამართულ აქციაზე ისმოდა განცხადებები, რომ ირანს მართავენ მკვლელები, რომლებიც ბავშვებსაც ხოცავენ.

დემონსტრანტები იბრძვიან თავისუფლებისთვის. მათ არა ისლამურ რესპუბლიკაში, არამედ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება სურთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend