საქართველოში აუნაზღაურებელ საოჯახო შრომასა და ბავშვებზე ზრუნვას ქალები 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები – ეს წერია დროის გამოყენების კვლევაში, რომლის შედეგები გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა წარადგინეს.
კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ საქართველოში ოჯახებში ზრუნვის პასუხისმგებლობების უდიდეს ნაწილს საკუთარ თავზე სწორედ ქალები იღებენ, ეს კი მათ არა მხოლოდ დასაქმებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს უზღუდავს, ასევე, ხელს უშლის სწავლის, სოციალიზაციის, პირადი თუ პროფესიული განვითარებისა და თვითზრუნვისთვის.
კვლევის შედეგებზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მმართველობის პროგრამის მენეჯერმა, თამარ ვაშაკიძემ ისაუბრა