საფრანგეთში ახალი წლის მოსვლასთან ერთად ახალი კანონი იწყებს მოქმედებას. პირველი იანვრიდან პრეზერვატივი, 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის აფთიაქებში უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.
კანონის მიზანი ახალგაზრდებში არასასურველი ორსულობისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შემცირებაა. ამასთან, საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლების თქმით, დამცავი კონტრაცეფციული საშუალება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის.
„მცირე რევოლუციად“ შეაფასა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ეს გადაწყვეტილება. მან განაცხადა, რომ ქვეყანაში სექსუალური განათლების მხრივ, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა და რეალობა მკაფიოდ განსხვავდება თეორული ცოდნისგან.
საფრანგეთის პრეზიდენტმა განმარტა, რომ სექსუალური განათლება ის საკითხია, სადაც მასწავლებლები უფრო მეტად უნდა იყვნენ განათლებულნი იმისათვის, რომ მოსწავლეებს სრული ინფორმაცია მიაწოდონ.
2020 – 2021 წლებში საფრანგეთში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მაჩვენებელი 30%-ით გაიზარდა.