მთავარიევროპაიტალიაუკრაინელებმა ლა სკალას ოპერის სახლთან პროტესტი გამართეს

უკრაინელებმა ლა სკალას ოპერის სახლთან პროტესტი გამართეს

იტალიის ლა სკალას ოპერის თეატრში ახალი სეზონი რუსული ოპერით „ბორის გოდუნოვით“ გაიხსნა. წარმოდგენამ პროტესტის ფონზე ჩაიარა.

ზოგიერთს მიაჩნია, რომ ეს კულტურული ღონისძიება კრემლის პროპაგანდის გამარჯვებაა, რადგან ამის პარალელურად რუსეთი მეზობელ ქვეყანაში ომს აწარმოებს. დამსწრე საზოგადოებამ ეს მოვლენა სხვაგვარად შეაფასა.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ღონისძიებას ესწრებოდა განაცხადა, რომ უკრაინელები ფანტასტიკური, მამაცი ხალხია და ევროკავშირი მათ მხარს დაუჭერს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება. მისი თქმით, ჩვენ არ უნდა მივცეთ პუტინს კულტურის განადგურების შესაძლებლობა.

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ მათ არაფერი აქვთ საწინააღმდეგო რუსი ხალხის, ისტორიისა და კულტურის მიმართ. მისი თქმით ისინი ეწინააღმდეგებიან მათ, ვინც სუვერენულ სახელმწიფოში შეჭრის პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. ჯორჯია მელონი აღნიშნავს, რომ ეს ორი რამ უნდა განვასხვაოთ და ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ.

უკრაინელთა 30-კაციანი ჯგუფი თეატრის გარეთ შეიკრიბა და რუსული კულტურული ღონისძიება გააპროტესტა.

პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, ნადია საზანკა ამბობს, რომ იგი იქ არ მისულა კულტურის ან საოპერო დადგმის გასაპროტესტებლად, თუმცა მისი თქმით ეს ახლა უკვე დიდი პრობლემაა, რადგან რუსეთი კულტურას ერთგვარ იარაღად იყენებს. სწორედ ასე აღიქვამენ ამ საკითხს უკრაინელები, აცხადებს ნადია საზანკა.

ლა სკალას ოპერის თეატრის  ხელმძღვანელობა უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს. აქ ასევე გაიმართა კონცერტი, რომლის ფარგლებში უკრაინელებისთვის 400 000 ევრო შეგროვდა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend