მთავარიევროპაუკრაინაგაეროს მისიის კვლევა: რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაული

გაეროს მისიის კვლევა: რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაული

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს წარმომადგენელთა ინფორმაციით, უკრაინაში რუსული ინტერვენციის საწყის პერიოდში 100-ზე მეტ დასახლებაში ოკუპანტების მიერ ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაული შეისწავლეს.

კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ოკუპანტებმა 441 მშვიდობიანი მოქალაქე დახვრიტეს.

გაერთიანებული ერების უმაღლესმა წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, ვოლკერ ტიურკმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას უკრაინაში ოთხდღიანი ვიზიტი შეაჯამა.

„უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის მისიამ და ამ მისიის მეთაურმა, მატილდა ბოგნერმა სპეციალური ანგარიში მოამზადეს. ანგარიშის თანახმად, ჩრდილოეთ უკრაინაში, კიევის, ჩერნიჰივისა და სუმის რეგიონებში 441 მშვიდობიანი მოქალაქე დახვრიტეს. ეს ტერიტორიები, იმ პერიოდში რუსული მხარის კონტროლის ქვეშ იყო“, – განაცხადა გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ვოლკერ ტიურკმა.

მატილდა ბოგნერი, უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის მისიის მეთაური აცხადებს, რომ ჩადენილი სამხედრო დანაშაულია, მისი ჯგუფი კი დამატებით 198 მკვლელობას იძიებს.

„არსებობს ბევრი მტკიცებულება, რომ ჩვენს მიერ აღწერილი მკვლელობები ომის დანაშაულია, საუბარი ეხება მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას. რუსმა სამხედროებმა იცოდნენ, რომ მათ პირისპირ მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, მაგრამ მათ ცეცხლი მაინც გახსნეს“, – ამბობს მატილდა ბოგნერი.

გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის მისიის მიერ მომზადებული დასკვნა ამ ეტაპზე მხოლოდ ჩრდილოეთ უკრაინაში ჩადენილ სავარაუდო სამხედრო დანაშაულს ეხება.

მისიას სამხრეთ უკრაინაში, მაგალითად, ქალაქ მარიუპოლზე წვდომა არ ჰქონია, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, მარიუპოლში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend