ორგანიზაცია StrategEast-ი 9 დეკემბრიდან IT HUB-ის პროგრამის ფარგლებში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ტრენინგებს იწყებს.
საქართველოს 5 რეგიონში ათობით ახალგაზრდა გადამზადდება, რომლებიც IT სფეროში განათლებას მიიღებენ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. სამომავლოდ StrategEast-ი მათ დასაქმებაში დაეხმარება.
პროგრამა ამჟამად საქართველოსა და აზერბაიჯანში განხორციელდება და მის ფინანსურ მხარდაჭერას EBRD-ი უზრუნველყოფს.
ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში StrategEast-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიის რეგიონში, ლიკა მერაბიშვილმა და EBRD-ის ინვესტიციების ანალიტიკოსმა, ნიკოლა ლიპარმა ისაუბრეს