გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ულტრამემარჯვენე პოლიტიკური იდეოლოგიის მიმდევარი 22 ადამიანი დააკავეს. სამართალდამცველთა ინფორმაციით დაკავებულები სამხედრო გადატრიალების მოწყობას გეგმავდნენ.
3 ათასი სამართალდამცველი გერმანიის ტერიტორიაზე, 130 სხვადასხვა ადგილზე აწარმოებდა სპეცოპერაციას, ეგრეთ წოდებული რაიხის მოქალაქეების დასაკავებლად.
ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიღებულ კონსტიტუციას არ აღიარებს და მიზნად ხელისუფლებას ჩამოგდებას ისახავს.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა სამართალდამცველების მიერ მიღებულ ზომებს ანტიტერორისტული ოპერაცია უწოდა, მისი თქმით შეთქმულები სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეიარაღებულ შტურმს გეგმავდნენ.