საქართველოს პარლამენტმა გამოაქვეყნა ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის მიერ მომზადებული მოსაზრების პროექტი საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით.
გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ერთობლივი მოსაზრება მიესალმება დადებით ცვლილებებს საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეესაბამება კანონმდებლობის გაძლიერების რეკომენდაციებს.
მიუხედავად დადებითად ხაზგასასმელი ნაბიჯებისა, ზოგიერთი შემოთავაზებული ცვლილება იწვევს შეშფოთებას და ზოგი რეკომენდაცია, რომელთა მიზანია სამართლებრივი ჩარჩოს შემდგომი გაძლიერება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, არ იყო ადეკვატურად განხილული, ხოლო ზოგი საკითხი კვლავაც საჭიროებს ყურადღებას, – აღნიშნულია დოკუმენტში
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე საუბრობს „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში