მთავარი კუბი მეტამ Facebook-ზე ამერიკულ მედიას შესაძლოა ახალი ამბების გაზიარების ფუნქცია დაუბლოკოს

მეტამ Facebook-ზე ამერიკულ მედიას შესაძლოა ახალი ამბების გაზიარების ფუნქცია დაუბლოკოს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა შესაძლოა, მიიღოს კანონი, რომელიც შეეხება ჟურნალისტების დაცვასა და კონკურენციას.

კანონპროექტის დახმარებით შესაძლებელი გახდება, რომ საინფორმაციო გამოცემამ ფეისბუკს პლატფორმაზე სტატიის გაზიარებისთვის თანხა სთხოვოს.

კომპანია მეტა, რომელიც ფლობს ფეისბუკსა და ინსტაგრამს, ამ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის.

კომპანია მეტას წარმომადგენელმა ენდი სტოუნმა განაცხადა, რომ კომპანია იძულებული იქნება განიხილოს ამერიკული საინფორმაციო კონტენტის მთლიანად წაშლის საკითხი, თუ ამ კანონს მიიღებენ. ენდი სტოუნი განცხადებაში წერს, რომ ისინი არ აპირებენ მთავრობის მითითებით მოლაპარაკებებში მონაწილეობას, რომელიც მათი თქმით, ყურადღებას არ აქცევს იმ ღირებულებას, რომელსაც ანიჭებს ფეისბუკი საინფორმაციო სააგენტოებს. მაგალითად, ზრდის გამომწერთა რაოდენობას და იმ ხალხის რიცხვს, რომელიც ჟურნალისტების მიერ წარმოდგენილ მასალას კითხულობს ან უყურებს.

 

კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ კანონპროექტში საუბარი არის ისეთი მექანიზმის ჩამოყალიბებაზე, რომელიც დაეხმარება მცირე გამოცემებს და არა მსხვილ მედიაკომპანიებს.

კანონმდებლების აზრით, თუ რეგიონალური მედია მიიღებს ფეისბუკზე პუბლიკაციის განთავსებაში თანხას, ეს დაეხმარება მედიას ღირსეული კონკურენცია გაუწიოს მსხვილ გამოცემებს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ანალოგიური კანონის მიღებას ავსტრალიაშიც აპირებდნენ. მაშინ ფეისბუკმა ავსტრალიაში ყველა მედიის პუბლიკაცია დაბლოკა და აღნიშნა, რომ ფეისბუკის სარგებელი მედიის სტატიების გავრცელებაში მინიმალურია განსხვავებით ჟურნალისტებისგან, რომელთა მასალაც პოპულარული ხდება. მოგვიანებით, მეტამ ავსტრალიურ მედიას პუბლიკაციების გაზიარების ფუნქცია აღუდგინა და ავსტრალიამ კანონპროექტში შესწორება შეიტანა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend