მთავარიმსოფლიოCOP15-ის კონფერენციამდე ანტონიუ გუტერეში ახალგაზრდებს შეხვდა

COP15-ის კონფერენციამდე ანტონიუ გუტერეში ახალგაზრდებს შეხვდა

მონრეალში COP15-ის კონფერენციის დაწყებამდე გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში შეხვდა ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან, რათა ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საკითხები განეხილათ.

თითქმის 200 ქვეყანა ეცდება, ბუნების დასაცავად შეიმუშაოს ახალი გლობალური ჩარჩო, მათ შორისაა ახალი შეთავაზება „30/30“, რაც 2030 წლისთვის დედამიწის ოკეანეებისა და ხმელეთის 30 პროცენტის დაცვას გულისხმობს.

გარემოსდაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლის, სვეტა სტოტრა ბაშიამის, თქმით, საუბარი შეეხო საინტერესო საკითხებს, რომლებიც ანტონიუ გუტერეშმა წამოსწია. თუმცა ისეთ თემებთან დაკავშირებით, როგორებიცაა გარემოს დაცვა და „30/30“ შეთავაზება,  ახალგაზრდებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ.

ახალგაზრდები შეხვდნენ როგორც  მონრეალის მერს, ისე კულტურის მინისტრსა და გაეროს გენერალურ მდივანს. ეს კი, მათი თქმით, საკითხებისადმი იმ პირთა დამოკიდებულებას უსვამს ხაზს, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ.

თუმცა COP-15-ის  მონაწილეებს, რომლებმაც ბიომრავალფეროვნების საკითხები უნდა განიხილონ, არ ელით მარტივი მოლაპარაკებები. ადგილობრივმა  მომიტინგეებმა კანადის პრემიერ-მინისტრს ჯასტინ ტრუდოს გამოსვლისას სიტყვა შეაწყვეტინეს. მათ თან ჰქონდათ  ბანერები წარწერით:  „ბიომრავალფეროვნების გადასარჩენად შეწყვიტეთ ჩვენს მიწებზე შემოჭრა!“

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend