ლოუ კონტერი მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტში მსახურობდა.
1941 წლის 7 დეკემბერს საზღვაო ხომალდი, რომელზეც ლოუ კონტერი მსახურობდა იაპონიის იმპერიის სამხედრო საჰაერო ძალების თავდასხმის შედეგად ჩაიძირა.
ლოუ კონტერი 101 წლის არის.
„1941 წლის 7 დეკემბერი მნიშვნელოვანი თარიღია, ამ დღეს ჩვენი 2403 სამხედრო დაიღუპა, მათ სიცოცხლე სამშობლოს შესწირეს, მათგან 1777 სამხედრო იმავე ხომალდზე მსახურობდა როგორც მე“, – იხსენებს ვეტერანი ლოუ კონტერი.
წლების განმავლობაში ლოუ კონტერი ყოველწლიურად მიემართება ჰავაის კუნძულზე დაღუპული თანამებრძოლების ხსოვნისათვის პატივის მიგების მიზნით.
წელს კი ექიმის რჩევით ის ჰავაიზე აღარ გაემგზავრება და ცერემონიას ტელევიზიით მიადევნებს თვალს.
წელს ღონისძიებას ფიზიკურად მხოლოდ ერთი ვეტერანი დაესწრება, მეორე მსოფლიო ომის სხვა ბრძოლებში მონაწილე 30 სხვა ვეტერანთან ერთად.
ლოუ კონტერი პეარლ ჰარბორის ტრაგედიის შემდეგ სამხედრო პილოტი გახდა და 200 საბრძოლო მისია შეასრულა, ის 1943 წელს ოკეანის თავზე ჩამოაგდეს, მაგრამ საბედნიეროდ, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტის მეზღვაურებმა ის გადაარჩინეს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი ის სამხედრო ძალებში დარჩა და ახალგაზრდა სამხედროების გაწვრთნას მიჰყო ხელი.