ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევების გამოვლენა და ამის შესახებ საუბარი პრობლემად რჩება – ასეთია გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისისა და სახალხო დამცველის ახალი კვლევის შედეგი.
კვლევის მიზანია, გააანალიზოს საქართველოში ადრეული ქორწინების საკითხებზე საკანონმდებლო თუ მართლმსაჯულების აღსრულებასთან დაკავშირებული ბარიერები და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები.
“ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში კვლევის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ ისაუბრა