მთავარიკუბიTikTok-ზე დაჯგუფება „ვაგნერის" ვიდეოებს მილიარდობით ნახვა აქვს

TikTok-ზე დაჯგუფება „ვაგნერის” ვიდეოებს მილიარდობით ნახვა აქვს

ტიკტოკზე ათობით ვიდეო იტვირთება, რომლებშიც  დაქირავებულ მებრძოლა დაჯგუფების “ვაგნერის”  მიერ ჩადენილი დანაშაულები გმირობადაა წარმოჩენილი.

ვიდეოებს მილიარდობით ნახვა აქვს. ამის შესახებ კომპანია ნიუსგარდმა, რომელიც ინტერნეტში დეზინფორმაციის გავრცელებას აკვირდება, კვლევა გამოაქვეყნა.

საუბარია დაახლოებით 160-მდე ვიდეოზე, რომელზეც დემონსტრაციულად ჩანს ძალადობა. ამათგან 14 ვიდეოზე მთლიანად ან ნაწილობრივ ჩანს მკვლელობის ამსახველი კადრი. კერძოდ, რუსეთის დაქირავებული მეომრის ევგენი ნუჟინის მკვლელობის ამსახველი ვიდეო.

სიკვდილით დასჯა ტიკტოკზე სულ მცირე  900 ათასჯერ ნახეს, სანამ ადმინისტრაცია ვიდეოს წაშლიდა.

როგორც ცნობილია, ნუჟინი მკვლელობის გამო ომამადე რუსეთის ციხეში იმყოფებოდა, თუმცა “ვაგნერის” შემქმნელმა და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა პირმა ევგენი პრიგოჟინმა, ის უკრაინასთან საბრძოლველად წაიყვანა სხვა პატიმრებთან ერთად.

ბრძოლის დროს ნუჟინი უკრაინელების ტყვეობაში მოხვდა. გავრცელდა მისი ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ გადავიდა უკრაინის მხარეს და დაგმო დაქირავებული მეომრების ჯგუფი.

არსებული ინფორმაციით, მოგვიანებით ის უკრაინელ ტყვეებზე გაცვალეს და მალევე „ვაგნერის” ტელეგრამარხზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ნუჟინს რამდენჯერმე თავში უროს ურტყამენ.

“ნიუსგარდის” კვლევის გამოქვეყნების შემდეგ ვიდეოების უმრავლესობა, რომელიც ანალიტიკოსებმა იპოვეს უკვე აღარ იძებნება პლატფორმაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend