მთავარიევროპაუკრაინასამხრეთის ფრონტი: რუსები ხერსონის დაბომბვას აგრძელებენ

სამხრეთის ფრონტი: რუსები ხერსონის დაბომბვას აგრძელებენ

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა ხერსონთან ახლოს მდებარე დასახლებებიდან უკან დაიხიეს და გადავიდნენ მდინარე დნიპროს მეორე ნაპირზე, რომელსაც ისინი ჯერ კიდევ აკონტროლებენ.

ხერსონის დაბომბვას რუსები აგრძელებენ, რაც ელექტროენერგიისა და სხვა სერვისების მიწოდებას აფერხებს. მშვიდობიანი მოქალაქეები ქალაქს ტოვებენ.

სამშვიდობო მოლაპარაკებები ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა, რადგან არც ერთი მხარე არ აპირებს დათმობაზე წასვლას. უკვე 9 თვეა, რაც ბრძოლები მიმდინარეობს.

უკრაინელთათვის მნიშვნელოვანია, რომ ომის დასრულების შემდეგ მოეწყოს ტრიბუნალი და დაისაჯონ ინტერვენციაზე პასუხისმგებელი პირები.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობს, რომ თუ ეუთოს ფარგლებში არ იქნებიან დასჯილი რუსები უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის გამო, არ იქნება მშვიდობა და არც უსაფრთხოება იქნება დაცული. სწორედ ამიტომ სურთ, შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი ამ დანაშაულების გამოსაძიებლად და დამნაშავეთა დასასჯელად.

საფრანგეთი პირველი დასავლური ქვეყანაა, რომელიც ღიად უჭერს მხარს ტრიბუნალის შექმნას. პრეზიდენტი მაკრონი და მისი კოლეგა ჯო ბაიდენი ერთმანეთს თეთრ სახლში შეხვდნენ და კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის თავდასხმები უკრაინის ინფრასტრუქტურაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend