მაროკო კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში გადავიდა. აფრიკული გუნდის გამარჯვების შემდეგ ნიდერლანდებში გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ.
ექვსი ადამიანი დააკავეს ჰააგაში, გულშემატკივრები ქვეყნის სხვა ქალაქებშიც დააპატიმრეს. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია ერთი პოლიციელი.
ბელგიაში, სადაც მაროკოს გამარჯვებას „ბელგიურ წითელ ეშმაკებზე“ მწვავე დაპირისპირებები მოჰყვა, ახლა შედარებით სიმშვიდეა. გულშემატკივრებმა ცოცხალი ჯაჭვიც კი გააკეთეს, რომ თავიდან აერიდებინათ პოლიციასთან პირდაპირი კონფრონტაცია.
პარიზში კი განწყობა ნამდვილად სადღესასწაულო იყო. მაროკო მერვედფინალში 36 წლის შემდეგ პირველად გადავიდა. იგი დაუპირისპირდება ესპანეთის ნაკრებს. ესპანეთის იაპონიასთან წაგების გამო ბევრი კითხვა გაჩნდა. ასე რომ, აფრიკული გუნდის გულშემატკივრებს მეოთხედფინალში გადასვლის იმედი აქვთ.