მთავარიევროპაუკრაინაქალაქ ბახმუტიდან მშვიდობიანი მოსახლოების უვაკუაცია მიმდინაროებს

ქალაქ ბახმუტიდან მშვიდობიანი მოსახლოების უვაკუაცია მიმდინაროებს

რუსულმა ძალებმა წარუმატებლობისა და უკან დახევის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში ისევ დაიკავეს რამდენიმე დასახლება. ბახმუტში ამ წუთებში ყველაზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

ომის გამწვავების ფონზე მოხალისეები  ხანში შესულებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებს ქალაქის დატოვებაში ეხმარებიან.

მართალია, მოხალისეებსაც ეშინიათ და სიცოცხლე სწყურიათ, თუმცა სანამ ცოცხლები არიან, მაინც დაეხმარებიან მშვიდობიან მოქალაქეებს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ გასული ოთხი დღე გაუსაძლისი იყო, ჭურვები და რაკეტები წინ და უკან დაფრინავდნენ. ზოგიერთის სახლი მთლიანად განადგურდა.

ბახმუტს დაუნდობელი, საარტილერიო თავდასხმებისა და სანგრებში მიმდინარე სასტიკი ბრძოლების გამო უკვე შეარქვეს ხორცსაკეპი მანქანა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend