ირანი საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, რომელზეც ჩანს რომ ირანელები, რომლებიც უკვე თვეებია პროტესტს უცხადებენ ირანის მთავრობას, დამარცხებას ზეიმობენ. აქტივისტების თქმით, ზეიმის დროს პოლიციელებმა ერთი ადამიანი მოკლეს.
Mehran Samak, 27 years old from Gilak ethnic minority, has been killed by Iranian security forces in Anzali, North of Iran. Poeple say that he was shot in the head when he was among cars that were beeping in celebration that the national team lost. #گیلک #گیلان #مهران_سماک pic.twitter.com/Tr5tk9GQrU
— Behrouz Boochani (@BehrouzBoochani) November 30, 2022
გავრცელელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ თეირანსა და სხვა ქალაქებში მოქალაქეები მატჩის დღეს ქუჩაში ცეკვავენ და მღერიან. დამარცხების ზეიმის დროს, ირანის ადამიანთა უფლებების ორგანიზაციის ცნობით, პოლიციელებმა აქტივისტების დაშლა დაიწყეს, რა დროსაც 27 წლის მეჰრან სამაკი მოკლეს.
The Iranian people are out in the streets in Marivan celebrating the Islamic Republic’s loss to Team USA and chanting for freedom. So humiliating for #Iran’s regime.#MahsaAmini pic.twitter.com/sbxatIArFY
— Jason Brodsky (@JasonMBrodsky) November 29, 2022
აღსანიშნავია, რომ ირანის ნაკრების ფეხბურთელმა საიდ ეზათოლაჰმა ინსტაგრამზე სთორი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ იცნობდა სამაკს და მასთან ბავშვობაში გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა. “ეს არ არის ის, რასაც იმსახურებს ჩვენი ახალგაზრდობა და ჩვენი ერი“, – დაწერა ირანელმა ფეხბურთელმა.
რაც შეეხება ზეიმს, ირანის მმართველობის მოწინააღმდეგეებისთვის, ირანის ეროვნული ნაკრები რეჟიმის ერთ-ერთი სიმბოლოა.
ჩემპიონატის დროს, ირენელმა ფეხბურთელებმა პირველ მატჩზე ირანის სახელმწიფო ჰიმნი არ შეასრულეს. საზოგადოებამ ეს მთავრობის წინააღმდეგ პროტესტად და აქტივისტების მხარდაჭერად აღიქვა.
აქტივისტები ამის გამო მადლობებს უხდიდნენ ფეხბურთელებს, თუმცა მომდევნო მატჩზე ფეხბურთელებმა ჰიმნი უკვე შეასრულეს, რის გამოც აქტივისტების ნაწილმა ეს საქციელი ღალატად მიიჩნია.
თავის მხრივ ირანული სახელისუფლებო მედია აქებს საფეხბურთო ნაკრებს და დამარცხების მიუხედავად, სპორტსმენების მიღწევას წარმატებად მიიჩნევს. ამასთან ირანული პრესა წერს, რომ თამაშები უსამართლო გარემოში იმართებოდა და სპორტსმენებზე გარე ძალებისგან ზეწოლა იყო.
საპროტესტო ტალღა ირანში სექტემბრიდან მოყოლებული გრძელდება. აქციები 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, მას შემდეგ რაც მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა. უფლებადამცველების ცნობით, აქციების დროს 450-მდე ადამიანი მოკლეს, მათ შორის 60-მდე ბავშვი იყო. 18 ათასზე მეტი ადამიანი დაკავებულია.
ირანის ხელისუფლება საპროტესტო აქციებს ქვეყანაში არეულობის შექმნის მცდელობად აღიქვამს, რომელსაც ახალისებენ ირანის გარე და შიდა მტრები.