მთავარიევროპაუკრაინაბახმუტთან ახლოს მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

ბახმუტთან ახლოს მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

აღმოსავლეთ უკრაინაში, კერძოდ ბახმუტში, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინელი მედიკოსები მთელი დღე დაჭრილებს აგროვებენ და ქალაქის საავადმყოფოში გადაჰყავთ.  თუმცა გადაადგილება ყოველდღიურად უფრო სახიფათო ხდება.

სიტუაციას ტალახიც ართულებს. ნელი სვლით, თუმცა მაინც წინ მიიწევენ რუსული საოკუპაციო ძალები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათმა სამხედროებმა ბახმუტთან ახლოს დაიკავეს 2 სოფელი, რომლებსაც უფრო მორალური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სტრატეგიული. ამასთანავე, მოსკოვი დასავლეთს კონფლიქტის ესკალაციის მცდელობაში ადანაშაულებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის მარია ზახაროვას მიაჩნია, რომ დასავალეთის მიზანი უკრაინასა და ევროპის კონტინენტზე დესტაბილიზაციის გამოწვევაა. მისი თქმით, ამას მოწმობს ჩრდილოატლანტიკური ბლოკის დაპირებაც, რომ უკრაინას დაეხმარებიან, რამდენი ხანიც საჭირო იქნება.

მდინერე დნიპროს სანაპიროზე, ფრონტის ხაზზე, შედარებით სიმშვიდეა. რუსების მიერ მიტოვებულ სოფლებში უკვე ფრიალებს უკრაინული დროშა.

უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ მზად არიან, მოიგერიონ რუსების ნებისმიერი კონტრშეტევა, თუმცა ზამთრის სიცივე უკვე გაუსაძლისი ხდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend