მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

უკრაინის აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

უკრაინის აღმოსავლეთში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინელი სამხედროები მდინარე დნიპროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კინბურნის ნახევარკუნძულის გათავისუფლებას ცდილობენ.

ნახევარკუნძულის გავლით გზა იხსნება როგორც ხერსონისკენ, ისე მიკოლაივისკენ. ეს ის ადგილებია, რომლებიც ორივე არმიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ ადგილებში ასევე ხშირია ნაღმები, რომელთა განეიტრალებაც აუცილებელია.

სამხედრო ინჟინერი ვალინი ამბობს, რომ მათ 2 ჰექტარი მიწის ფართობი შეამოწმეს და 50 ნაღმი აღმოაჩინეს. მათგან მხოლოდ ათი იყო ადვილად შესამჩნევი.

კიდევ უფრო აღმოსავლეთით, დონეცკის რეგიონში,  უკრაინელი სამხედროები მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით რუსი სამხედროების მომარაგების პუნქტებს  აზიანებენ.

ამავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსმა სამხედროებმა გაანადგურეს უკრაინელთა საბრძოლო მასალის საწყობი ზაპორიჟიის რეგიონში. მათი თქმით, მათ ასევე ჩამოადგეს 9 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.

თუმცა უკრაინული ძალები აცხადებენ, რომ, რუსეთის თავდასხმების მიუხედავად,  ისინი მაინც მტკიცედ დგანან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend