„ალექსანდრე ჩიკვაიძე – კადრები ცხოვრებიდან“ -ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც დღეს, 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში გაიმართა.
წიგნი, დიპლომატისა და სახელმწიფო მოღვაწის, ალექსანდრე ჩიკვაიძის ცხოვრებაზე გვიყვება.
1992-1995 წლებში ალექსანდრე ჩიკვაიძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მომდევნო წლებში კი იყო საქართველოს ელჩი საბერძნეთში, შვეიცარიაში, ვატიკანში და გაეროს ევროპულ შტაბბინაში, ჟენევაში.
პროექტის ავტორია, გაეროს ჟენევის ოფისის გენერალური დირექტორის კაბინეტის უფროსი, ალექსანდრე ჩიკვაიძის ვაჟი, დავით ჩიკვაიძე.