მთავარიევროპაუკრაინაკიევს შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

კიევს შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

ჩრდილოეთისა და ბალტიისპირეთის 7 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ვიზიტით კიევში იმყოფებოდნენ. ისინი უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას შეხვდნენ. დიპლომატებმა განიხილეს ქვეყანაში არსებული ვითარება და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების გზები.

იმისათვის, რომ რუსეთი ვეღარ დაესხას თავს უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას, საჭიროა გაუმჯობესებული საჰაერო თავდაცვა და ტრანსფორმატორები.

სწორედ ამაზე ისაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კიევში  ჩრდილოეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის დროს.

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მიაჩნია, რომ მინისტრების ვიზიტი მეგობარი, პარტნიორი ქვეყნების მხრიდან უკრაინის მიმართ  მხარდაჭერისა და სოლიდარობის ნიშანია.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანიკენ ჰუიტფელდის აზრით,  რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბრძოლის ველზე წინ ვერ მიიწევს და ამიტომ იგი ზამთარს  უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ  იარაღად იყენებს და მათ ელექტროენერგიის გარეშე ტოვებს.

ამავდროულად, უკრაინის პირველი ლედი ომის დროს ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულების გამოძიებასა და ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო რეაგირებას მოითხოვს. ოლენა ზელენსკა ლონდონში ბრიტანეთის პრემიერის რიში სუნაკის მეუღლეს შეხვდა.

რუმინეთში კი ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ქვეყნის პრეზიდენტს კლაუს იოჰანისს ეწვია. საუბრის დროს მან ყურადღება გაამახვილა თავდაცვის სფეროში ინვესტიციების მნიშვნელობასა და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების გზებზე.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend