მთავარიგადაცემებიწვიმის ტექნოლოგია

წვიმის ტექნოლოგია

2025 წლისთვის დედამიწის მოსახლეობის ორ-მესამედს შესაძლოა წყლის დეფიციტი ჰქონდეს. მეცნიერებმა შექმნეს ტექნოლოგია, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია წყლის მოპოვება ეკოლოგიურ გზით.

დუბაი მსოფლიოში ერთ-ერთი  ყველაზე უნალექო ადგილია. აქ წელიწადში სულ რამდენიმე დღე მოდის წვიმა, ამიტომ არაბთა გაერთიანებული საამიროების მეცნიერებმა წვიმის მოსაყვანი ტექნოლოგია შეიმუშავეს, რომელსაც ე.წ. ღრუბლის გაჯერება ეწოდება.

რა არის ღრუბლის გაჯერება?

ღრუბლის გაჯერება არსი ამინდის პირობების შეცვლა ისე, რომ საწვიმარი ღუბელი შეიქმნას. თუმცა სანამ თვითმფირნავი აფრინდება, მეტეოროლოგებმა შესაბამისი ღრუბელი უნდა შეარჩიონ. ეს ტექნოლოგია მხოლოდ მაშინ ამართლებს, როდესაც ერთად ბევრი ღრუბლის ქულაა შეგროვილი, რადგან ამ დროს ღრუბლის შიგნიდან წევის აღმა მიმართული ძალა მოქმედებს.

თვითმფრინავის საშუალებით ღრუბელში ჰიგროსკოპული მარილის ნაწილაკებს აბნევენ. ნატრიუმის ქლორიდისა და კალიუმის ქლორიდის ნაწილაკები ღრუბლის შიგნით წყლის წვეთებს იზიდავს. ეს წვეთები ერთიანდება და გარდაიქმნება მსხვილ წვეთებად, რომლებიც სიმძიმის გამო ციდან ცვივა.

აჰმად ალ-ქამალი, NCM-ის (არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული მეტეოროლოგიური ცენტრის) მეტეოროლოგი:

„ღრუბლის გასაჯერებლად დიდი მნიშვნელობა აქვს დროს, რადგან მფრინავები მაშინ უნდა შევიდნენ ღრუბელში, სანამ ის სრულფასოვან ღრუბლად გადაიქცევა. მფრინავებმა უნდა შეძლონ ღრუბელში იმ ადგილამდე შესვლა, სადაც ვერტიკალური ქარი უბერავს, რათა ღრუბლის გაჯერების ოპერაცია წარმატებით დაგვირგვინდეს“.

საერთაშორისო საზოგადოება თანამშრომლობს, რათა ღრუბლის გაჯერების პროცესი გააუმჯობესონ და უფრო ეფექტიანი გახადონ.

ღრუბლის ხელოვნური გაჯერების შედეგად ნალექის მოცულობა შესაძლებელია 10-15 პროცენტით გაიზარდოს. ხელსაყრელი გარემოების პირობებში მატება შესაძლოა 25 პროცენტიც იყოს. ეს სულაც არ არის ცოტა. ღრუბლის გაჯერების ყოველი ერთსაათიანი ოპერაციის შემდეგ   საამიროებში 100 ათასი კუბური მეტრის მოცულობის ნალექს იღებენ.

ამჟამად 50 ქვეყანა მიმართავს ღრუბლის გაჯერების ტექნოლოგიას. ამ მეთოდს მხოლოდ წვიმის მოსაყვანად არ იყენებენ, მისი საშუალებით სეტყვის მარცვლის ზომასაც აპატარვებენ. სეტყვის ზომის შემცირებსი სედეგად სეტყვის მავნე ეფექტიც მცირდება.

ზღვის წყლის გამტკნარება

უდაბნოში, სადაც ტბისა და მდინარის წყალი  ნაკლებად არის ხელმისაწვდომი, ზაფხულის ცხელ თვეებში, როდესაც  ნაკლები ნალექი მოდის დუბაის მოსახლეობა იძულებულია ზღვის წყალი გამოიყენოს. დუბაიში სასმელი წყლის 90 პროცენტს ზღვიდან იღებენ.

წყლის გამტკნარიანების დიდ ქარხნებში დღეში დაახლეობით 200 ათასი კუბური მეტრი სასმელი წყლის წარმოებაა შესაძლებელი.

ვანესა ფერნანდეს მემბრილიერა, კომპანია  O&M ACCIONA-ის  კომერციული მენეჯერი:

„ვიღებთ ზღვის წყალს და მემბრანებში ვატარებთ. ერთ მხარეს ვიღებთ მტკნარ წყალს და მეორე მხარეს რჩება მარილწყალი.  მტკნარი წყლისგან ვიღებთ სასმელ წყალს.

ამ პროცესის მთავარი სარგებელი ის არის, რომ დედამიწის 98 პროცენტი ზღვითაა დაფარული. ჩვენ კი სასმელი წყლის დეფიციტი გვაქვს. ჩვენნაირ ქვეყნებში სასმელი წყალს ძირითადად ზღვიდან იღებენ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაშიც ამბობენ, რომ 2030 წლის დღის წესრიგით აპირებენ უზრუნველყონ, ყველას მიეწოდოს სასმელი წყალი“.

წყლის მიღება ჰაერიდან

მზის მეშვეობით ჰიდროპანელების შეუძლიათ სასმელი წყალი ნოტიო ჰაერიდან მიიღონ.

Source Global-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი სოფია ბერგლუნდი განმარტავას, თუ რამდენად სასარგებლოა ჰიდროპანელები დაბინძურებულ გარემოში.

„დღეის მდგომარეობით, 2 მილიარდ 400 მილიონ ადამიანს არ მიუწვდება ხელი სუფთა სასმელ წყალზე. მომავალში ეს რიცხვი 6 მილიარდამდე გაიზრდება. ეს პანელები საკმაოდ მარტივი სქემით მუშაობენ, რადგან ჩვენ მხოლოდ მზის სინთლე  და ჰაერი გვჭირდება იმისთვის, რომ სასმელი წყალი ვაწარმოოთ.

საბოლოო ჯამში მზის ფოტოვოლტურ პანელებს ვაყენებთ წყლის პანელებზე, რომლებშიც ჰაერი გადის. ეს ნაკადი გაივლის ჩვენს საიდუმლო ინგრედიენტს, ეს გახლავთ ჰიგროსკოპული შრე. ეს შრე იწოვს მხოლოდ სუფთა  H2O -ს მოლეკულებს, რომლებსაც მზის სხივების სითბოს მეშვეობით სითხედ ვაქცევთ. ამ წყალს ვამატებთ მინერალებს, რათა უფრო ჯანსაღი იყოს. იმიტომ რომ მინერალების დამატებამდე მხოლოდ სუფთა  H2O გვაქვს. ასე რომ, შეუძლებელია ამ წყლის დაბინძურება.“

ეს სქემა ბუნებრივი მოვლენის დროსაც შეიძლება რომ გამოდგეს, რათა წყლის რესურსი დაიზოგოს.

დოქტორი საეედ ალ-ჰასანი, კომპანია Manhat-ის დამფუძნებელი:

„ალბათ შეამჩნევდით, რომ წყლის ზედაპირიდან წყალი მზის რადიაციის შედეგად ორთქლდება. იქნება ეს წყალსაცავი, ოკეანე, ტბა, თუ მდინარე, მისი ზედაპირიდან აორთქლებული წყალი ზევით ადის, ღრუბლად გადაიქცევა და წვიმის სახით უკან ბრუნდება. ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს აორთქლებული წყალი წყლის ზედაპირზევე დავიჭიროთ და სხვადასხვა მიზნით გამოვიყენოთ. ეს ტექნოლოგია, გვალვიანი ადგილების გარდა, შესაძლოა ისეთ ადგილებშიც გამოიყენონ, სადაც აორთქლების სიჩქარე მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად,   სითბური ტალღების დროს, რომლებმაც გასულ წელს ევროპას გადაუარა  და წყალი უბრალოდ გაქრა. ამ წყალს აორთქლების საშუალება არ უნდა მისცე, უნდა დაიჭირო და მოსავლისთვის გამოიყენო, სანამ მდინარე ისევ შეივსება ბუნებრივი გზით“.

კლიმატის ცვლილება და მსოფლიოში მოსახლეობის მატება ნიშნავს, რომ მომავალში ასეთი ინოვაციები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება წყლით მომარაგების თვალსაზრისით.

ავტორი:  ევან ბურკი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend