მთავარიევროპაიტალიაიტალიის კუნძულ ისკიაზე მეწყერს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

იტალიის კუნძულ ისკიაზე მეწყერს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

იტალიის კუნძულ ისკიაზე მეწყრის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის არიან 3 კვირის ბავშვი და მცირეწლოვანი და-ძმა – 5 წლის გოგო და მისი 11 წლის ძმა, ასევე  ჩვილის მშობლები,  31 წლის ადგილობრივი და ერთი ბულგარელი ტურისტი. იტალიის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დაკარგულად ითვლება 5 ადამიანი. სამძებრო-სამაშველო ჯგუფები მათ ამ დრომდე ეძებენ. ამასთანავე, მაღალია მეწყრული პროცესის განმეორების საფრთხე.

შაბათს მომხდარი ტრაგედია უხვი ნალექის შედეგია. 6 საათში 126 მილიმეტრი ნალექი მოვიდა, რამაც მეწყრული პროცესი გამოიწვია. მეწყრის შედეგად დაზიანდა შენობები, ბევრი ავტომობილი კი ზღვაში ჩაიძირა.

ოფიციალური პირების განცხადებით, მსგავსი ნალექი 20 წლის განმავლობაში არ ყოფილა. მთავრობამ სამაშველო სამუშაოებისთვის და საჯარო სერვისების აღსადგენად ორი მილიონი ევრო გამოყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend