საქართველოს პრეზიდენტმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, 9 მსჯავრდებული გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის, 2 მსჯავრდებული ქალია.
„ხოლო 6 მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა“, – პრეზიდენტის ადმინისტრაცია.