მთავარისაქართველოსალომე ზურაბიშვილს მიხელ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას დაუყოვნებლივი შეწყალებისკენ მოუწოდებენ

სალომე ზურაბიშვილს მიხელ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას დაუყოვნებლივი შეწყალებისკენ მოუწოდებენ

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის შეწყალების საკითხზე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები მიმართავენ.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, შეწყალების საკითხზე საჯაროდ მიმართა ცენტრ „ემპათიის“ დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ყველა ფორმალური საკითხი გვერდზე უნდა გადადოს და სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, მისი დისკრეციული უფლება გამოიყენოს.

“კლინიკური სურათი იძლევა ინტოქსიკაციის დიდ ალბათობას, რაც შეეხება დასკვნას, თმის ღერში აღმოჩენილია სამი მძიმე მეტალი: ვერცხლისწყალი, ბისმუთი და ბარიუმი. ექსპერტთა შეფასებით, დიდი ალბათობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სავალალო შედეგებს და დამძიმებას იწვევს თანდათანობითი ინტოქსიკაცია, რომელიც შესაძლებელია დღესაც გრძელდება, ვერც გამოვრიცხავთ და ვერც ვადასტურებთ, შესაბამისად, პირადად მოვუწოდებ მთელი ექსპერტთა ჯგუფის სახელით სალომე ზურაბიშვილს დღესვე, დაუყოვნებლივ შეიწყალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინც არ მიიღებს ზომას, იქნება ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილე”, – აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.

მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით შეწყალების საკითხზე საუბრობს საპარლამენტო ოპოზიციაც. მათი დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებისა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსის ზრდის საკითხში, ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია.

ოპოზიცია ასევე „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიამ უპირობო შეყწალებისკენაც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს.

უნდა დავასრულოთ ტრადიცია, როდესაც ხელისუფლება კლავს ან იჭერს წინა ხელისუფლებას. „ქართული ოცნებისთვისაც“ სჯობს, რომ როდესაც შემდეგი ხელისუფლება მოვა, არ მოექცნენ ისე, როგორც მიხეილ სააკაშვილს ექცევიან. პრეზიდენტს აქვს ბერკეტი, რომ საქმეებზე, რაზეც უკვე გამოტანილია გადაწყვეტილება, შეიწყალოს, ხოლო მიმდინარე საქმეებზე, მისი კომპეტენცია შემცირებულია, მაგრამ სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და სააკაშვილს შეუცვალოს აღკვეთის ღონისძიება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო წარმომადგენლობაში იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი მის წინამორბედს არ შეიწყალებს. თუმცა, მმართველი გუნდის დეპუტატები დარწმუნებით არაფერს ამბობენ და პირიქით, სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციისთვის სასარგებლო განცხადებების გაკეთებაში, მორიგ ჯერზე ადანაშაულებენ.

„ჩვენი პოზიცია მარტივია, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ამა თუ იმ პიროვნებას საზოგადოებაში რა სტატუსი აქვს. როდესაც დანაშაული აქვს ჩადენილი, მიდგომაა, რომ მან უნდა მოიხადოს სასჯელი. საუბარი მაქვს პატიმარ სააკაშვილზე, ისევე როგორც პატიმარ გვარამიაზე. კონკრეტულ ბრალდებებზე აქვთ მისჯილი კონკრეტული ვადით პატიმრობა. რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილს – რა გითხრათ, ბოლო დროს ქალბატონი სალომე ისეთ განცხადებებს აკეთებს, მცდელობა აქვს, რომ „ნაცების“ ნარატივში ჩაჯდეს. იმ დღეს ვუსმენდი და გავოგნდი – თქვა, რუსები ვაგონებით ჩამოვიდნენ საქართველოშიო – ვაგონი სად ნახა? ადამიანი არის არაადეკვატურობა, მეტი არაფერი. მიუხედავად იმისა, რომ თქვა, „არა და არასდროსო“, არ გამოვრიცხავ [შეწყალებას], ბოლო დროს ისეთ განცხადებებს აკეთებს. მისი პრეროგატივაა და ამის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში, ქალბატონ პრეზიდენტს არალეგიტიმური, სამარცხვინო, მიუღებელი ეძახეს. ეს არის ინსტიტუცია, რომელსაც მოგვწონს თუ არ მოგვწონს, უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ. ქალბატონ სალომეს მართებს, რომ ინსტიტუცია დაიცვას“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend