მთავარიმსოფლიოევროპაევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა, ჩეხეთი საბჭოს საგანგებო შეხვედრას გეგმავს

ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა, ჩეხეთი საბჭოს საგანგებო შეხვედრას გეგმავს

საბჭო მიგრანტების გამო ევროპის ქვეყნებს შორის წარმოქმნილი უთანხმოების განსახილველად შეიკრიბება

სამხრთი ევროპის ქვეყნების მთავრობები შეშფოთებული არიან საფრანგეთსა და იტალიას შორის წარმოქმნილი უთანხმოების გამო, რომელიც სამაშველო გემ „ოკეანის ვიკინგსა“  და კუნძულ კრეტაზე 450 მიგრანტის ჩასვლას უკავშირდება.

საბერძნეთი ევროკავშირს მიგრანტების გადანაწილებაში დახმარებას სთხოვს.

კვიპროსის შინაგან საქმეთა მინისტრი ნიკოს ნურისი ამბობს, რომ ადამიანით მოვაჭრეები ახალ მეთოდებსა და საშუალებებს მიმართავენ. მიგრანტების გადასაყვანად ისინი ახლა დიდი ზომის კერძო ნავებსა და კომერციულ გემებს იყენებენ. ეს კი, მისი აზრით, სახიფათო ტაქტიკაა. საუბარია ძალიან ბევრ ადამიანზე. ნიკოს ნურისი ფიქრობს, რომ  ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებს გაუჭირდებათ ამ ახალ საფრთხესთან გამკლავება.

სამხრეთის ქვეყნების მთავრობები წარუდგენენ წინადადებას ევროკავშირის შინაგან საქმეთა საგანგებო საბჭოს. ისინი მოითხოვენ თავშესაფრის მიღების პროცესის შეცვლას, რათა მიგრანტმა განაცხადი შეიტანოს იმ ქვეყნის საელჩოში, სადაც მას სურს ცხოვრება. თუ თანხმობა ექნება, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია მას ჩავიდეს დანიშნულების ადგილამდე.

სამხრეთის ქვეყნების მთავრობები ევროპის ქვეყნებს მოუწოდებენ, სოლიდარობა გამოიჩინონ მიგრანტების მიმართ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend