მთავარიმსოფლიოევროპაევროპის გარემოს დაცვის სააგენტო ჰაერის დაბინძურების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

ევროპის გარემოს დაცვის სააგენტო ჰაერის დაბინძურების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

მიუხედავად იმისა, რომ  ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით პროგრესი შეინიშნება, ევროპელთა ჯანმრთელობას ჯერ კიდევ ემუქრება საფრთხე.

ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირში ბოლო წლებში ჰაერის ხარისხი ვერ აკმაყოფილებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ უახლეს სტანდარტებს.

ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ ჰაერის დაბინძურებამ 238 000 ადამიანის ნაადრევი გარდაცვალება გამოიწვია. 49 000 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი, სხვა ტოქსინებთან ერთად, აზოტის დიოქსიდი იყო, 24 000 ადამიანის გარდაცვალებისა კი – ოზონი.

ჰაერის დაბინძურება უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე და ის გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორულ დაავადებებს იწვევს.

თუმცა ზოგადი ვითარება უმჯობესდება. 2005 წლიდან მოყოლებული ნაადრევი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 45 პროცენტით შემცირდა.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ ჰაერის დაბინძურებას პირდაპირი გავლენა აქვს ბუნებაზე, როგორც ეკოსისტემებზე, ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწებზე.

გარკვეულ ადგილებში აღმოჩნდა  ოზონისა და აზოტის დამაზიანებელი მაჩვენებლები, თუმცა ეს ტენდენციაც იკლებს.

ევროკავშირში ასევე მცირდება გოგირდის, აზოტის ოქსიდისა და ამიაკის რაოდენობაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend