მიმდინარე კვირაში ჩინეთში კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა, 31, 527 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის გავრცელების ფონზე, ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ გაამკაცროს გადაადგილების შეზღუდვის წესები.
უკვე დაიწყო მოქალაქეების მასობრივი ტესტირება და დიდ ქალაქებში ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ გამოცხადდა.
ცნობისთვის, ჩინეთში ამოქმედებულია „ნულოვანი კოვიდის“ პოლიტიკა, რაც გულისხმობს მასობრივ ტესტირებას, ნაწილობრივ „ლოქდაუნებსა“ და აუცილებელ კარანტინს, არა მხოლოდ დაინფიცირებულებისთვის, ასევე მათთან კონტაქტში მყოფთათვის.
ჩინეთში შეზღუდვები მაშინაც მოქმედებდა, როდესაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა თანდათანობით დაიწყეს შეზღუდვების შემსუბუქება.
ბოლო ინფორმაციით, კოვიდ აფეთქების შესახებ განცხადება ჩინეთის 31 პროვინციამ გააკეთა, რომელთა ტერიტორიაზე რამდენიმე მეგაპოლისი მდებარეობს, მათ შორის არის დედაქალაქი პეკინი და ქალაქი გუანჯოუ, სადაც 18 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
ჩინეთის ხელისუფლების მიერ ჩატარებულმა ზომებმა სერიოზული ზიანი მიაყენა ჩინეთის ეკონომიკასა და მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას, რამაც ადამიანების პროტესტი გამოიწვია.
ჩინური ინტერნეტრესურსებიდან ტვიტერზე გავრცელდა კადრები გუანჯოუდან, სადაც ჩანს თუ რა ხდება ამჟამად ჩინეთში.
როგორც ცნობილია, გუანჯოუს ნაწილი გადადის ნაწილობრივ „ლოქდაუნში“, რაც 6 მილიონამდე ადამიანის გადადგილების შეზღუდვას გულისხმობს. ახლახანს გუანჯოუში საპროტესტო აქცია გაიმართა აიფონების მწარმოებელ გიგანტურ ფაბრიკაში.
მუშები ქარხნის ხელმძღვანელებს დაუპირისპირდნენ, რადგან ლოქდაუნის გამო მათ ქარხნის ტერიტორიიდან აღარ უშვებდნენ.
Zhengzhou, China 🇨🇳
Workers at the iPhone factory in Zhengzhou have had enough of zero Covid.
Ultimately, only people power can stop authoritarianism.pic.twitter.com/Jj8KX2eya1
— James Melville (@JamesMelville) November 24, 2022
ჩინეთის ხელისუფლება კოვიდაფეთქებების მიზეზად ვაქცინაციის სიმცირეს ასახელებს.