მთავარიევროპასაბერძნეთიკუნძულ კრეტას სანაპიროსთან 430 მიგრანტი გადაარჩინეს

კუნძულ კრეტას სანაპიროსთან 430 მიგრანტი გადაარჩინეს

კრეტას კუნძულის სანაპიროსთან ახლოს ასობით მიგრანტის გადასარჩენად ჩატარებული სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. 430-ზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა სათევზაო გემზე, რომელიც ლიბიიდან იტალიისკენ მიემართებოდა.

თუმცა გუშინ  დილით გემიდან განგაშის ხმა გაისმა.  ძლიერი ქარის მიუხედავად, სანაპირო დაცვის ხომალდები, ახლოს მდებარე გემები და ნავები შემთხვევის ადგილისკენ გაეშურნენ, თუმცა მათ ვერ მოახერხეს მიგრანტების თავიანთ ბორტზე აყვანა. შუადღისთვის იტალიურმა სათევზაო გემმა  მიგრანტების ნავი პალეოქორის პორტში უსაფრთხოდ შეიყვანა. მიგრანტებს პირველადი დახმარება „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა გაუწიეს. მათ მიგრანტებს საკვები და სასმელი წყალიც დაურიგეს.

კანდანოს-სელინოსის მუნიციპალიტეტის მერი ანტონიოს პერაკისი ამბობს, რომ ბორტზე ძალიან ბევრი ადამიანი იყო.  ნავი შუა ზღვაში იყო და უამინდობის გამო პორტს ვერ უახლოვდებოდა. თუმცა ამჟამად ნავი უკვე საბერძნეთის პორტშია.  მიგრანტებს ავტობუსებით შესაბამის თავშესაფარში გადაიყვანენ.

მიგრანტები განათავსეს ბორანზე, სადაც ისინი ღამეს გაათევენ. კანდანოს-სელინოსის მუნიციპალიტეტი მათ საკვებითა და წყლით უზრუნველყოფს. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ჰუმანიტარული დახმარებაც, სავარაუდოდ, დღეს ჩავა ადგილზე. ამავდროულად, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიგრანტების იდენტიფიცირების პროცესი დაიწყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend