მთავარიევროპამოლდოვარუსეთ-უკრაინის ომი და მოლდოვას გამოწვევები

რუსეთ-უკრაინის ომი და მოლდოვას გამოწვევები

მოლდოვას ელექტროსისტემა უკრაინულ ელექტროსისტემასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, უკრაინულ ქალაქებზე მიტანილი სარაკეტო შეტევები ელექტროენერგიის მიწოდებას მოლდოვაშიც უქმნის პრობლემებს.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები, ევროპის ყველაზე ღარიბი სახელმწიფოს, მოლდოვასთვის ფინანსური რესურსების მობილიზაციას ეწევიან.

საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მიზანი მოლდოვასთვის კონკრეტული და სასწრაფო დახმარების გაწევაა. აქამდე ჩატარებული ორი მსგავსი კონფერენციის შედეგად კი მოლდოვასთვის ასობით მილიონი ევრო შეგროვდა.

მოლდოვაში ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია, ქვეყანაში ბევრი ლტოლვილია და მოლდოვაში შიშობენ, რომ შეიძლება უკრაინაში მიმდინარე ომმა მოლდოვაშიც შექმნას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები.

“დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა, ეს შეხვედრა მოლდოვას დასახმარებლად გაიმართა. მოლდოვაზე უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომი უარყოფითად მოქმედებს. ეს ამ სახის მესამე შეხვედრაა და მასში 36 სახელმწიფო და 15 საერთაშორისო ორგანიზაცია მონაწილეობს“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატერინ კოლონამ.

მოლდოვაში თითქმის სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს და უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყებამდე სახელმწიფო რუსეთის ფედერაციაზე ეკონომიკური და ენერგეტიკული თვალსაზრისით დიდწილად იყო დამოკიდებული.

ახლა კი მოლდოვა არამარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისით ცდილობს, დასავლეთთან დაახლოებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend