მთავარიაზიაკატარიკატარში 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო

კატარში 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო

კვირას, 12-წლიანი ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში  ფეიერვერკებისა და გახსნის ბრწყინვალე  ცერემონიის ფონზე 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. ათასობით გულშემატკივარი პირველი მატჩის საყურებლად ელ-ბეიტის სტადიონზე შეიკრიბა. მატჩის წინ „ევრონიუსი“ესაუბრა ფეხბურთის ლეგენდებს, რომლებიც დუბაიში ფეხბურთელთათვის ჯილდოების გადაცემის ცერემონიას ესწრებოდნენ.

ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი უეინ რუნი მოთამაშეებს ურჩევს, ამ თამაშისგან სიამოვნება მიიღონ. მისი თქმით, დიდი პატივია ნებისმიერ ქვეყანაში მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა. იგი დარწმუნებულია, რომ შესანიშნავი სანახაობა ელის საზოგადოებას.

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი რომარიოც ფიქრობს,  რომ ფეხბურთელებისთვის მთავარი სიამოვნების მიღებაა, რადგან მსოფლიო ჩემპიონატი უნიკალური მოვლენაა, რომელიც ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იმართება.

ამავდროულად, დოჰაში ფიფას გულშემატკივართათვის მოწყობილია   სპეციალური ზონა. აქ მთელი მსოფლიოდან იკრიბებიან ის ადამიანები, რომელთაც მატჩებზე დასასწრები ბილეთები ვერ შეიძინეს.

დოჰას გულში, ფიფას გულშემატკივართა ფესტივალზე ჯადოსნური ატმოსფერო იგრძნობოდა. თუკი კატარში ხარ, მაგრამ მატჩზე დასასწრები ბილეთი არ გაქვს, ეს საუკეთესო ადგილია,  სადაც  ერთი თვის განმავლობაში   შეგიძლია ერთდროულად  ფეხბურთსაც უყურო, მუსიკითაც დატკბე და აქაურ კულტურასაც გაეცნო. ეს არის ადგილი, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ადამიანები იკრიბებიან და თავიანთ გუნდებს გულშემატკივრობენ.  ყველა დარწმუნებულია, რომ მსოფლიო ჩემპიონატი საინტერესოდ ჩაივლის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend