მთავარიაფრიკაკენიაკენიაში სახლის ჩამონგრევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კენიაში სახლის ჩამონგრევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კენიის დედაქალაქ ნაირობიში მშენებარე შენობის ჩამონგრევის მიზეზად ქვეყნის პარლამენტის წევრი კორუფციას ასახელებს.

მშენებარე მრავალსართულიანი შენობა დანგრევისას მეზობელ სახლს დაეჯახა, რასაც ორი  ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ეს მიმდინარე კვირაში, შენობის ჩამონგრევის მეორე შემთხვევა. სამშენებლო სექტორის ნაწილი მოსახლეობას ქალაქში და მის გარეუბნებში სახიფათო შენობების არსებობის შესახებ აფრთხილებს.

„ეს ყველაფერი კორუფციასთანაა დაკავშირებული. მათ აქვთ ძალაუფლება, აქვთ ფული, რომ მშენებლობის ყველა სტადიაზე საჭირო პირი მოისყიდონ. ჩვენ ბევრი რამის შესწორება გვჭირდება. უფლებამოსილება ეროვნულ სამშენებლო ორგანოს უნდა მივანიჭოთ, რადგან ახლა მათ არ აქვთ იმის ძალაუფლება, რომ ასეთი შენობები დაანგრიონ”, – ამბობს პარლამენტის წევრი კიამბაას ოლქში, ნჯუგუნა კავანჯიკუს.

რუაკას გარეუბანში დანგრეული კორპუსის გვერდით მდებარე საოჯახო სახლიდან სამი ადამიანი ამოიყვანეს. ნაირობიში საცხოვრებელ სახლებზე დიდი მოთხოვნაა და დეველოპერები ხშირად მათ რეგულაციების გვერდის ავლით აშენებენ. შესაბამისად დედაქალაქში შენობები ხშირად ინგრევა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend