მთავარიევროპაშვედეთიჩრდილოეთი ნაკადის გაზსადენებზე აფეთქება „მიზანმიმართულად მოხდა“ - შვედი გამომძიებლები

ჩრდილოეთი ნაკადის გაზსადენებზე აფეთქება „მიზანმიმართულად მოხდა“ – შვედი გამომძიებლები

ჩრდილოეთი ნაკადის პროექტი ორი გაზსადენისგან შედგება. პირველი გაზსადენი 2011 წელს ამოქმედდა, მეორე კი უკრაინაში რუსული ინტერვენციის გამო არც ამოქმედებულა.

გაზსადენები რუსეთს გერმანიასთან, ბალტიის ზღვის გავლით პირდაპირ აკავშირებენ და წელიწადში 110 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გატარება შეუძლიათ.

2022 წლის 26 სექტემბერს, ორივე გაზსადენის 4 მონაკვეთზე აფეთქება მოხდა. ვინაიდან გაზსადენთა გარკვეული მონაკვეთები შვედეთისა და დანიის ტერიტორიულ წყლებს კვეთდა, ორმა სახელმწიფომ გამოძიება დაიწყო.

შვედეთის პროკურატურის წარმომადგენელთა ინფორმაციით, აფეთქება საბოტაჟის შედეგია.

ჩრდილოეთი ნაკადის გაზსადენები უკრაინაში რუსული ინტერვენციის ფონზე დასავლეთსა და კრემლს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი საკითხია.

კრემლმა ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდება მოსკოვისათვის ეკონომიკური სანქციების დაწესების შემდეგ შეუწყვიტა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend