მთავარიაზიაყაზახეთიყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

ყაზახეთში 20 ნოემბერს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ეს ყაზახეთში, 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რიგით მეშვიდე საპრეზიდენტო არჩევნები იქნება. არჩევნები ქვეყანაში 2024 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ იანვარში მომხდარი სამოქალაქო არეულობის შემდეგ, პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.

20 ნოემბერს ჩანიშნულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი ალბათობით, მოქმედი პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი გაიმარჯვებს.

ყაზახეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი არჩევნების სწორედ ასეთ შედეგს ელის. 69 წლის პრეზიდენტს 5 სხვა კანდიდატი დაუპირისპირდება, მაგრამ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა პრეზიდენტის გარდა, დანარჩენი კანდიდატების ვინაობა არც იცის.

2019 წელს ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, ბევრი ელოდა, რომ ყასიმ-ჟომართ თოყაევი ნურსულთან ნაზარბაევის პოლიტიკას გააგრძელებდა.

მმართველობის პირველმა ორმა წელმა მოლოდინი გაამართლა, მაგრამ ყველაფერი 2022 წლის იანვარში შეიცვალა, როდესაც სახელმწიფოში არეულობა დაიწყო და ყაზახეთის ხელისუფლებას დახმარების მიზნით მოსკოვისათვის მიმართვა მოუწია.

ცხრადღიანი ქაოსისა და 238 მოქალაქის სიკვდილის შემდეგ, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ცვლილებების დრო დადგა.

ნურსულთან ნაზარბაევთან დაკავშირებული ბევრი პირი დააკავეს, ყოფილმა პრეზიდენტმა გავლენა დაკარგა. ყასიმ-ჟომართ თოყაევიმა კი ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარების შესახებ გამოაცხადა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend