მთავარიგადაცემებისათბური აირების კონცენტრაცია ყველაზე მაღალია კაცობრიობის ისტორიაში

სათბური აირების კონცენტრაცია ყველაზე მაღალია კაცობრიობის ისტორიაში

კლიმატის ცვლილების მონიტორინგის თანამგზავრული სისტემის „კოპერნიკუსის“ [Copernicus Climate Change Service] ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ  გასული ოქტომბერი ევროპაში ყველაზე თბილი იყო. ჰაერის ტემპერატურა თითქმის 2 გრადუსით აღემატებოდა 1991-2020 წლების  საშუალო მაჩვენებელს.

ოქტომბრის მაჩვენებლები  კიდევ უფრო ფართე ტრენდის ნაწილია. ევროპაში გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს დათბობა, ვიდრე დანარჩენ პლანეტაზე.

ამის მიზეზებზე პეტერი ტაალასსი, მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გენერალური მდივანი საუბრობს:

“ევროპაში დათბობის პროცესი ორჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში. ეს არქტიკის დათბობის ბრალია, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ჩრდილოეთ ევროპაზე. გლობალურ დონეზე დათბობის სისწრაფით მეორეა ხმელთაშუა ზღვის რეგიონი.

არქტიკაში თოვლისა და ყინულის დნობა უწყობს ხელს ამ დათბობას. ხმელთაშუა ზღვის რეგიონში იზრდება უნალექო პერიოდები, ამიტომ იქ საკმარისი წყალი აღარ ორთქლდება, რომ ეს დათბობა შეაკავოს, როგორც ზოგადად ხდებოდა“.

დათბობის გავლენა ხმელთაშუაზღვისპირეთზე

დათბობა დედამიწაზე კიდევ უფრო სწრაფი იქნებოდა, რომ არა ოკეანეები. გამოთვლილია, რომ ოკეანეები შთანთქავენ ჭარბი სიცხის 90 პროცენტს ატმოსფეროში. იქ დაგროვილი სათბური აირები პრობლემებს უქმნის ოკეანეს.

ხმელთაშუაზღვისპირეთს ბოლო წლებში რამდენჯერმე გადაურა სითბურმა ტალღამ და ოკეანოლოგი ჟან-პიერ გატუზო,  საფრანგეთის მეცნიერული კვლევის  ეროვნული ცენტრის დირექტორი  მის შედეგებს განმარტავს:

“ზღვის სითბური ტალღის მთავარი ეფექტი ის არის, რომ ის მასობრივად ანადგურებს უხერხემლო ცხოველებსა და მცენარეებს, მოლუსკებს, ზღვის ღრუბლებსა და მარჯანს. ზედაპირიდან 50 მეტრის სიღრმეში უამრავი უხერხემლო ცხოველი ბინადრობს და წყალმცენარე იზრდება, სწორედ მათ ანადგურებს“.

საინტერესოა, COP27-ის კონფერენციაზე მიღებული გადაწყვტილებები თუ შეცვლის რამეს? რამდენად მოაგვარებს ეს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა გამჟავიანება და სითბური ტალღები?

“კონფერენციაზე მიმდინარე მოლაპარკებები ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი,“ – გვიხსნის ჟან-პიერ გატუზო. „კლიმატის ცვლილების  მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) მიერ წარმოდგენილი სცენარები აჩვენებს, რომ თუ პარიზის შეთანხმება სწრაფად და სრულყოფილად შესრულდება, შევძლებთ ტემპერატურისა და ოკეანის გამჟავიანების დასტაბილურებას. ეს არ ნიშნავს, რომ პირვანდელ მდგომარეობას დავუბრუნდებით, უბრალოდ შევაჩერებთ დათბობასა და მჟავიანობის მატებას.“

„ევრონიუსი“ COP27-ზე

COP27-ის ფარგლებში ძალიან საქმიანი ატმოსფერო სუფევდა, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ პარიზის შეთანხმების მიერ დასახული მიზნების შესრულებისა და გლობალური დათბობის 2 გრადუს ცელსიუსზე დაბლა დაწევის დრო იწურება.

საინტერესოა, თუ არის რეალური პროგრესი გამონაბოლქვის შემცირების კუთხით? სათბური აირების კონცენტრაცია იზრდება თუ მცირდება? არაკომერციული ორგანიზაცია ClimateAnalytics-ის  კლიმატის პოლიტიკის გუნდის თანახელმძღვანელი  კლერ ფაისონი განმარტავს:

“სამწუხაროდ, სათბური აირების კონცენტრაცია ატმოსფეროში ისევ იზრდება. ბოლო გათვლები აჩვენებს, რომ ნახშიროჟანგის დონე ჰაერში 416 ნაწილაკია მილიონზე (ppm – არის დაბინძურების საზომი).  ეს უფრო მეტია, ვიდრე გასულ წელს იყო. ეს უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე ცივილიზაციის ისტორიაში. ასე რომ, ეს ძალიან შემაშფოთებელი პროცესია, რადგან ნახშირბადის გამონაბოლქვი იზრდება, კლიმატის ცვლილების გავლენაც გაიზრდება და გაუარესდება.“

საინტერესოა, რამდენად შესაძლებელია, რომ სათბური აირების კონცენტრაცია ატმოსფეროში მალე დასტაბილურდეს?

კლერ ფაისონი:

“ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რას გავაკეთებთ, განსაკუთრებით მომავლი 8-10 წლის განმავლობაში. თუ შევძლებთ გამონაბოლქვის ნულზე დაყვანას, მაშინ, დიახ, კონცენტრაციის დონე დაიკლებს, ტემპერატურის მატება ერთ დონეზე გაჩერდება და კლიმატის ცვლილების გავლენაც აღარ გაუარესდება“.

“ბოლო შეფასებების მიხედვით, იქით მივდივართ, რომ გლობალური დათბობის ტემპერატურა 2.4-დან 2.8 გრადუსამდე იქნება. ნამდვილად არ არის ის, რაც გვსურს.“

ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვი მომავალ რამდენიმე ათეულ წელიწადში სწრაფადც რომ შემცირდეს, კლიმატის ცვლილების ზოგიერთი ეფექტი მაინც საუკუნეების მანძილზე მოახდენს გავლენას. ასეთი ეფექტია ზღვის დონის მატება და კრიოსფეროს (დედამიწის ყინულოვანი საფარის) დნობა.

ავტორი: ჯერემი ვილქსი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend