მთავარიმსოფლიოევროპაენერგოკრიზისი ევროპაში: გადასახადების მკვეთრი ზრდა საცხობების გაჩერების საფრთხეს ქმნის

ენერგოკრიზისი ევროპაში: გადასახადების მკვეთრი ზრდა საცხობების გაჩერების საფრთხეს ქმნის

მოსახლეობის დახმარების მიზნით საფრანგეთი, იტალია, რუმინეთი და ევროკავშირის კიდევ ათი ქვეყანა გაზის ფასების ზედა ზღვრის დაწესებას ითხოვენ. ისინი შიშობენ, რომ გაზის მიმწოდებელი კომპანიები უარს იტყვიან თანამშრომლობაზე და ბუნებრივ აირს სხვა ქვეყნებს მიჰყიდიან.

ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, ბუნებრივი აირი ერთად შეიძინონ და ამ გზით შეამცირონ ფასი. თუ წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები მომავალ კვირას შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, შემდგომ საერთო გეგმაზე ჩამოყალიბება მთავრობების მეთაურებს დეკემბერში დაგეგმილ სამიტზე მოუწევთ.

„პრობლემა ის არის, რომ გაზზე ფასები მუდმივად მაღლა იწევს. რაღაც მომენტში გადახდას ვეღარ შეძლებ. ახლა თვეში 1400 ევროს ვიხდი, მალე შეიძლება 12000 ან 13000 ევრო გახდეს. ასეთი მოლოდინია ნოემბრისთვის, ასე გაგრძელება კი შეუძლებელია”, – ამბობს მცხობელი ჯეკ ვან რუნი.

რამდენიმე დღის წინ ჰოლანდიის მთავრობამ იმ მოსახლეობას, რომელსაც გაზის ღუმელების ელექტროღუმელებით ჩანაცვლება სურს, იაფი სესხი შესთავაზა, თუმცა ეს ჯეკ ვან რუნისთვის გამოსავალი არ არის.

„რა თქმა უნდა, ელექტროენერგიაზე გადასვლა შესაძლებელია, თუმცა სპეციალური კაბელები რომ გაიყვანონ, ორწელიწად-ნახევარი რიგში უნდა ჩადგე. ჩვენ ვეძებდით კიდეც ახალ ღუმელებს, მაგრამ ამისთვის ნახევარი მილიონი ევროს ინვესტიცია დაგვჭირდებოდა. ხალხი დაუცველად იგრძნობს თავს”, – ამბობს ჯეკ ვან რუნი.

ევროკავშირს შეუძლია, უფრო მეტად დაეხმაროს ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მომხმარებლებს, რომ ისეთი ბიზნესები, რომლებიც ენერგეტიკაზე არიან დამოკიდებული, არ დაიხუროს.

ენერგეტიკული კრიზისის დაწყებიდან, ევროკავშირის ქვეყნებში მომხმარებლებისა და ბიზნესების დასაცავად ევროკავშირმა თითქმის 600 მილიარდი ევრო გამოყო.

ევროპაში, საცხობებისთვის გადასახადები გაუსაძლისი ხდება. იმის მიუხედავად, იქნება ეს ადგილობრივი საოჯახო საცხობი თუ უზარმაზარი სამრეწველო საცხობი: გადასახადების მკვეთრი ზრდა ბიზნესის გაჩერების საფრთხეს ქმნის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend