მთავარი ევროპა პოლონეთი პოლონეთზე სარაკეტო თავდასხმას მსოფლიო ლიდერები ეხმიანებიან

პოლონეთზე სარაკეტო თავდასხმას მსოფლიო ლიდერები ეხმიანებიან

აღმოსავლეთ პოლონეთში, უკრაინასთან სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს სამართალდამცველები ჯერ კიდევ აგრძელებენ საგამოძიებო სამუშაოს მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაკეტები რუსულმა მხარემ გაისროლა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი, ოლაფ შოლცი კი ამბობს, რომ პირველ რიგში გამოძიების ჩატარებაა აუცილებელი.

„შევთანხმდით, რომ აუცილებელია გამოძიების ჩატარება. აუცილებელია რაკეტების ნარჩენთა გამოკვლევა და გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ. საზოგადოებამ აუცილებლად უნდა გაიგოს სიმართლე, გამოძიების დასრულებამდე დასკვნების გამოტანა შეცდომა იქნება“, – განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ის რუსული მხარის პოზიციას პატივს სცემს.

„მე პატივს ვცემ რუსული მხარის პოზიციას. მნიშვნელოვანია, რომ რუსული მხარე აცხადებს, რომ მათ მომხდართან კავშირი არ აქვთ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ გამოძიების ჩატარება აუცილებელია და მხოლოდ გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ქმედება დავიწყოთ“, – განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში კი ამბობენ, რომ ვარაშავას საგამოძიებო პროცესში დაეხმარებიან.

„პოლონური მხარის მიერ მოწოდებულ ინფორმაცია გავეცანით, ვაგრძელებთ ვარშავასთან და ნატოს წევრ სხვა სახელმწიფოებთან ამ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობას. დეტალებს ამ მომენტში ვაზუსტებთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრესმდივნის მოადგილემ ვედანტ პატელმა.

პოლონეთის პრემიერ – მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, მისი სახელმწიფო სამხედრო ძალების მზადყოფნის დონეს ზრდის.

„ამ ეტაპზე ვმუშაობთ იმის დასადგენად, თუ რა მოხდა ზუსტად. უკვე რამდენიმე საათია პროცესში საერთაშორისო ექსპერტებიც არიან ჩართულნი, მოკავშირე სახელმწიფოებს დახმარება ვთხოვეთ“, – აცხადებს პოლონეთის პრემიერ – მინისტრი მატეუშ მორავიეცკი.

სავარაუდოდ, რუსული რაკეტების ჩამოვარდნის ადგილას კი პოლონელი სამართალდამცველები კვლავ მუშაობენ.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend