მთავარიმსოფლიო„ამაზონი“ 10 ათასამდე თანამშრომლის გაშვებას აპირებს

„ამაზონი“ 10 ათასამდე თანამშრომლის გაშვებას აპირებს

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია „ამაზონი“ მიმდინარე კვირას 10000-ამდე თანამშრომლის გაშვებას აპირებს. შემცირება ძირითადად შეეხება გიგანტი კომპანიის საცალო ვაჭრობისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებების თანამშრომლებს.

გასული წლის დეკემბრის მონაცემებით,  „ამაზონში“ მილიონ 608 ათასი თანამშრომელი იყო.  შემცირება კი შეეხება კორპორატიული თანამშრომლების 3 პროცენტს, ხოლო გლობალური სამუშაო ძალის ერთ პროცენტზე ნაკლებს.

„ამაზონის“ დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის თქმით, შეერთებული შტატების ეკონომიკა რეცესიისკენ მიდის, ამიტომ მოქალაქეები და კორპორაციები რთული პერიოდისთვის უნდა მოემზადონ.

თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, კომპანიის ისტორიაში თანამშრომლების დათხოვნის ეს ყველაზე მასშტაბური შემთხვევა იქნება.

გასულ კვირას კომპანია „მეტას“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ხარჯების შემცირების მიზნით 11 000 სამუშაო ადგილის შემცირებას  აპირებს, რაც კომპანიის სამუშაო ძალის 13 პროცენტს შეადგენს.

კომპანია ტვიტერის ახალმა მფლობელმა ილონ მასკმაც დაადასტურა, რომ კომპანიის 7500 თანამშრომლიდან ნახევარს სამსახურის დატოვება მოუწევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend