სტუმარმასპინძლობა

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენელი, ნათია ვეფხვაძე და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის კომუნიკაციების დირექტორი, ნინი კაპანაძე

საქართველოში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში საერთაშორისო სტანდარტების გაცნობისა და დამკვიდრების მიზნით 100-მდე სტუდენტი გადამზადდა.

ეს ინიციატივა USAID-ს და ამერიკის სავაჭრო პალატას ეკუთვნის. სასწავლო პროგრამა 5 თვიანი იყო, აქედან 4 თვე ანაზღაურებადი. სტუდენტებმა სტაჟირება ისეთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებში გაიარეს, როგორიცაა რედისონი, თბილისი და ქორთიარდ მარიოტი და გრანდ თბილისი მეტეხი პალასი.

ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენელმა, ნათია ვეფხვაძემ და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის კომუნიკაციების დირექტორმა, ნინი კაპანაძემ ისაუბრეს

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend