კანარის კუნძულებზე მდებარე ლანსაროტე ღია ცის ქვეშა მუზეუმია, სადაც სიცოცხლისთვის საჭირო ორ ძირითად ფაქტორს იკვლევენ – ვულკანურ აქტივობასა და წყლებს შორის გეოლოგიურ ურთიერთქმედებებს.
პანგეის კურსის მიზანი დედამიწაზე დაკვირვებით სხვა პლანეტების შესწავლაა. დატვირთული კურსების ფარგლებში, ასტრონავტები პლანეტარულ გეოლოგიას იკვლევენ და სწავლობენ, რომ სხვა პლანეტაზე ექსპედიციის შემთხვევაში მეცნიერული ცოდნა გამოიყენონ.
ESA-ს ასტრონავტი ალექსანდრე გერსტი და NASA-ს ასტრონავტი სტეფანი უილსონი ყველა იმ ხელსაწყოთი არიან აღჭურვილი, რომლებიც მათ მთვარის ან მარსის ლანდშაფტის შესასწავლად დასჭირდებათ.
კანარის კუნძულებზე, ისინი უძველესი ვულკანის ნაშთებს, კალდერა ბლანკას კიდეებს იკვლევენ. მათი მიზანია, რომ მაქსიმალურად შეძლონ გეოლოგიური ნიმუშების ადგილზე შეგროვება და მათი ანალიზი.
ალექსანდრე კოსმოსურ ტაბლეტს შეგროვებული ნიმუშების აღსაღრიცხად იყენებს. შემდგომ კი ექსპედიციის შედეგებს მეცნიერებს უზიარებს.
მისი თქმით, ეს არის ეტაპი, როდესაც კოსმოსის ძიების ახალი ერა იწყება. მას მიაჩნია, რომ ასტრონავტებისთვის, მნიშვნელოვანია, პლანეტარული გეოლოგიის შესახებ ბევრი რამ იცოდნენ.
ექსპედიციისთვის სწორი ადგილის შერჩევიდან დაწყებული, მთვარეზე სამეცნიერო ოპერაციების ჩატარებით დამთავრებული – კურსის მიზანია, კოსმონავტები იმ მეცნიერებად გაზარდოს, რომლებიც საველე კვლევებს ჩაატარებენ.