მთავარისაქართველოფრანგული და გერმანული სკოლები თბილისში პირველი მსოფლიო ომის დასრულების თარიღს ერთობლივად აღნიშნავენ

ფრანგული და გერმანული სკოლები თბილისში პირველი მსოფლიო ომის დასრულების თარიღს ერთობლივად აღნიშნავენ

საფრანგეთის სამხედრო მუნდირში გამოწყობილი ჯარისკაცები, საფრანგეთისა და გერმანიის საელჩოების წარმომადგენლები და ორივე ენაზე თავისუფლად მოსაუბრე ახალგაზრდები… ეს თბილისში არსებული კავკასიის ფრანგული სკოლის დარბაზია. და ახლა აქ, პირველი მსოფლიო ომის დასრულების თარიღს ერთობლივად აღნიშნავენ. მას შემდეგ, 104 წელი გავიდა… რატომ არის ეს თარიღი მნიშვნელოვანი დღეს და თანაც ამ ორი ერისა და ამ ორი სკოლის მოსწავლეებისათვის?

კავკასიის ფრანგული სკოლის დირექტი ამბობს, რომ სკოლის მოსწავლწეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რომ ეს დღე გერმანული ლიცეუმის წარმომადგენლებთან ერთად აღვნიშნავთ. მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ და უნდა ფიქრობდნენ ისტორიაზე, ევროპის ისტორიასა და თავიანთი მშობლიური ქვეყნების ისტორიაზე. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის რომ ისინი ერთად არიან, რომ ერთმანეთს ძმებად მიიჩნევენ. ვამაყობ ჩვენი მოსწავლეებით, ამ ახალგაზრდა ტალანტებით… ისინი ჩვენი მომავალი არიან. ამაყი ვარ ამ მომენტითაც, რადგან სტუმრად გვეწვივია გერმანიის ელჩი საქართველოში, ასევე, საფრანგეთის ელჩის მჩეველი. ამაყი და ბედნიერი ვარ ამ მომენტით, და იმედი მაქვს რომ გერმანულ სკოლასთან თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება“, – ამბობს კამელ იასილი.

პირველი მსოფლიო ომის დროს, ოთხწლიანი ბრძოლებისა და მილიონობით დაღუპული ჯარისკაცის შემდეგ, დასავლეთის ფრონტზე ბრძოლები 1918 წლის 11 ნოემბერს შეწყდა. ამ დღეს საფრანგეთში, კომპიენის ტყეში, გერმანიამ ანტანტის ძალებთან ზავი დადო. ე.წ. კომპიენის ზავი ომის დასრულებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო.
„პირველი მსოფლიო ომი მეოცე საუკუნის ევროპისთვის პირველი კატასტროფა იყო. მას კი მეორე მსოფლიო ომი მოჰყვა, რაც უფრო დამანგრეველი გამოდგა. მაგრამ ორი კატასტროფის შემდეგ, ჩვენ შევთანხმდით რომ ჩვენი მიდგომები უნდა შეგვეცვალა. ჩვენ უარი ვთქვით ომზე. ომის შემდგომ პერიოდში ევროკავშირის იდეა გაჩნდა. მაშინ ჩვენ რესურსები გავაერთიანეთ. გერმანია და საფრანგეთი კი ამ პროცესის მთავარი პოლიტიკური მოთანაშეები იყვნენ. ასე რომ ახლა ავღნიშნავთ ჩვენს მეგობრობას საფრანგეთს, გერმანიასა და ევროკავშირის ყველა სხვა წევრ სახელმწიფოს შორის. ის რომ დღევანდელ დღეს თბილისში ვხვდებით, ესეც სიმბოლურია, რადგან საქართველოს მომავალიც სწორედ ევროპაა“, – განაცხადა , გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა.

საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში რიშარ რეკუენა ამბობს რომ საფრანგეთის საელჩოსათვის მნიშვნელოვანი იყო, რომ 11 ნოემბერი გერმანელ კოლეგებთან ერთად გაიხსენეს.

„საფრანგეთისთვის, გერმანიისთვის და ევროპისთვის, 11 ნოემბერი უმნიშვნელოვანესი თარიღებია. გავიხსენეთ პირველ მსოფლიო ომში მომხდარი საშინელი ამბები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ ფრანგულ სკოლაში ვიმყოფებით, მოსწავლეებთან ერთად. მათ ამ ისტორიის შესახებ უნდა იცოდნენ, რომ ის აღარასოდეს განმეორდეს,“ – განაცხადა რიშარ რეკუენამ.

მოსწავლეები საგანგებოდ ემზადებოდნენ ამ დღისთვის, დარბაზში მონაცვლეობით ისმოდა ფრანგული და გერმანული სიტყვები – ახალგაზრდები დაღუპული მებრძოლების დღიურებიდან ამონარიდებს კითხულობდნენ…

„დღეს 11 ნოემბერს კავკასიის ფრანგულ სკოლაში ის მებრძოლები მოვიგონეთ, რომლებიც პირველ მსოფლიო ომში დაიღუპნენ. 11 ნოემბერი, გერმანიისთვის და საფრანგეთისთვის მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენთვის მოსწავლეებისთვისაც ძალიან მინშვნელოვანია. ამ დღისთვის 2-3 კვირის განმავლობაში ვემზადებოდით… მოვამზადეთ სპეციალური ბანერები და სათქმელი“, – ამბობს კავკასიის ფრანგული სკოლის მოსწავლე ლიზა დავიდენკო.
გვერდით კი იდგნენ მასწავლებლები და თითქმის ყოველ სიტყვას ჩუმად იმეორებდნენ თავიანთ მოწაფეებთან ერთად:

„გერმანული სკოლის მოსწავლეებმა ეს ტექსტები ფრანგულად წაიკითხეს, ხოლო ჩვენმა მოსწავლეებმა გერმანულ ენაზე წარმოადგინეს. აქ გვქონდა ამონარიდი ცნობილი გერმანელი მხატვრის დღიურებიდან, რომელმაც ომში ორი შვილი დაკარგა“, – ამბობს ფრანგული სკოლის გერმანული ენის მასწავლებელი თამარ დვალიშვილი.

ომში ზავის დადებიდან 104 წლის თავზე, იმ ორი ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც პირველ მსოფლიო ომში ერთმანეთს ებრძოდნენ, ახლა ერთად იხსენებენ ომში დაღუპულებს. ხოლო ფრანგული და გერმანული სკოლების ქართველი თუ უცხოელი მოსწავლეები ამაზე ფიქრობენ და ხმამაღლა საუბრობენ.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend