ბრიუსელში დანით შეიარაღებული პირი 2 პოლიციელს დაესხა თავს, ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა, მეორე კი – დაიჭრა.
ბელგიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი ტერორისტულ ორგანიზაციასთან არის დაკავშირებული.
პოლიციელების დასახმარებლად მოვიდნენ სამართალდამცველებიც. შეტაკების დროს დაიჭრა თავდამსხმელი. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი არაბულად ლაპარაკობდა.
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კრომ და კანონმდებლებმა მიუსამძიმრეს გარდაცვლილი პოლიციელების ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.
მიმდინარე კვირას უკვე მეორეჯერ დაესხნენ თავს პოლიციელებს. ორშაბათს პოლიციამ დედაქალაქის ერთ-ერთ რაიონში ცეცხლი გაუხსნა დანით შეიარაღებულ თავდამსხმელს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ნასვამი იყო და არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. მისი მდგომარეობა ამჟამად კრიტიკულია.