მთავარისაქართველოUSAID-ისა და ამერიკის სავაჭრო პალატის ერთობლივი ინიციატივა

USAID-ისა და ამერიკის სავაჭრო პალატის ერთობლივი ინიციატივა

USAID და ამერიკის სავაჭრო პალატამ ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში პირველი კურსდამთავრებულების დახურვით ღონისძიებას უმასპინძლეს. ინიციატივა მოიცავს საქართველოში, სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში საერთაშორისო სტანდარტების გაცნობისა და დამკვიდრების ხელშეწყობის პროგრამას, რომელიც საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. სტუდენტები სტაჟირებას ისეთ სასტუმროებში გადიოდნენ, როგორიცაა “რადისონი”, “ქორთიარდ მარიოტი” და “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი”.

პროექტის მიმდინარეობისას 100-მდე სტუდენტი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში საერთაშორისო სტანდარტებს გაეცნო. შეხვედრაზე ამ სტანდარტების საქართველოში დანერგვის საკითხზეც ისაუბრეს.

“ეს თანამშრომლობა USAID-ისა და ქართველი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამაში ჩართულნი არიან ამერიკის სავაჭრო პალატა და საქართველოს წამყვანი სასტუმროები. ისინი პროექტის მონაწილეებს, სტუდენტებს, საერთაშორისო სტანდარტებს აცნობენ. პირველ ჯგუფში 45 ადამიანია, ეს ყველაფერი ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილებს შექმნის. ინიციატივა დროულია, რადგან პანდემიის შემდეგ შრომის ბაზარზე ბევრი პრობლემა წარმოიშვა. ეს პროექტი კარგი საშუალებაა სასტუმროებისთვის, რომ შექმნან დამატებითი სამუშაო ადგილები და გააუმჯობესონ სერვისი, რომელიც ტურიზმის განვითარებისთვისაა საჭირო”, — აცხადებს USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის კერძო სექტორთან თანამშრომლობის უფროსი მრჩეველი ბევერლი ჰუვერი.

სასწავლო კურსი მოიცავდა ისეთ თემებს, როგორებიცაა სტუმარმასპინძლობის საფუძვლები, ადამიანური რესურსების მართვა, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, საზოგადოებასთან ურთიერთობა და სხვა.

“ეს ინიციატივა ინდუსტრიისა და USAID-ის ერთობლივი იდეა იყო. დავადგინეთ, რომ საჭირო იყო ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანების გადამზადება, რომლებიც არამხოლოდ სასტუმროების, არამედ ზოგადად სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ჩაერთვებოდნენ. ჩვენ ერთად ვცდილობთ ამ გამოწვევის გადაჭრას. ეს საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითია. ჩვენ არამხოლოდ პრობლემას მივაგენით, არამედ მის გადაჭრაზეც ერთად ვმუშაობთ. დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან აქ 45 სტუდენტია, რომელმაც პროგრამა გაიარა და დაასრი;ა, შეიძლება ყველა მათგანი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში დასაქმებას არ აპირებდა, მაგრამ ახლა მათმა უდიდესმა ნაწილმა ამ სფეროში სამსახური უკვე იშოვა, ისინი დაეუფლნენ პროფესია და ეს აჩვენებს, რომ ასეთი პროექტი მართლაც საჭირო იყო. ისიც გამოჩნდა, რომ როდესაც ერთად ვმუშაობთ, შედეგიც იდება. ამ სტუდენტებს უკვე კარიერული გზა დასახული აქვთ, ეს ძალიან საამაყოა არამხოლოდ ჩვენთვის, “სილქ ჰოსფითალითისთვისა” და USAID-ისთვის, არამედ ყველა სხვა მონაწილისთვისაც“, — აცხადებს SILK HOSPITALITY-ს აღმასრულებელი დირექტორი იორდი ქიუითი.

პროგრამა ხუთთვიანი იყო, მათ შორის 4 თვე – ანაზღაურებადი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend