მთავარიევროპაუკრაინალვივში ექსპერტები ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტებს აციფრულებენ

ლვივში ექსპერტები ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტებს აციფრულებენ

უკრაინის ეროვნულ არქივში ექსპერტები დაუღალავად მუშაობენ, რომ გააციფრულონ ქვეყნის ყველაზე ძვირფასი და ანტიკური დოკუმენტები და დაიცვან ისინი განადგურებისგან. ქალაქი ლვივი ფრონტის ხაზიდან მოშორებითაა,  თუმცა დაბომბვის საფრთხე მასაც მუდმივად ემუქრება.

უკრაინის ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო  არქივის დირექტორი ოლესია სტეფანუკი ამბობს, რომ ეს მასალა ერისა და უკრაინელი ხალხის სიმდიდრეა. თუმცა ის ასევე მნიშვნელოვანია როგორც ევროპისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის, რადგან აქ ევროპულ და სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით  ბევრი ინფორმაციაა თავმოყრილი.

დოკუმენტების გაციფრულების გარდა, ძველნაბეჭდი წიგნები და იშვიათი არტეფაქტები ქვედა სართულზე ჩაიტანეს და    სპეციალურ საცავებში მოათავსეს.

უკრაინის ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო  არქივის უძველესი ჩანაწერების განყოფილების ხელმძღვანელი ბოჰდანა პეტრაშაკი ამბობს, რომ არქივში განთავსებული სეიფები ყველაზე ძვირფასი დოკუმენტების შესანახად არის განკუთვნილი. ისინი ცეცხლგამძლეა და 120 გარდუსს უძლებს. მისი თქმით,  ყველა ბანკშიც კი არ აქვთ ასეთი უსაფრთხო სეიფები.

უკრაინის ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო  არქივში მიმდინარე სამუშაოს დასრულებას დრო დასჭირდება. როგორც ცნობილია, მათ ასევე ეხმარებიან არქივის სპეციალისტები საფრანგეთიდან, გერმანიიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend