მთავარი საქართველო პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია და მედიის წარმომადგენლების დევნა

პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია და მედიის წარმომადგენლების დევნა

ამ საკითხებზე იმსჯელეს, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და ორი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა

პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია და მედიის წარმომადგენლების დევნა – ეს ის საკითხებია, რომლებზეც ოპოზიციური პარტიების ლიდერები და ორი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები 2 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, მრავალფეროვანი მედიაგარემო და სიტყვის თავისუფლება ევროინტეგრაციისთვის საჭირო და აუცილებელია პირობებია. მედიაორგანიზაციებისა თუ ჟურნალისტების დევნა კი ამ პროცესს აფერხებს.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკოსების შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, რომ პოლიტიკური პარტიებიც ჩართულიყვნენ ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებულ დისკუსიაში.

სამოქალაქო სექტორმა დღევანდელ შეხვედრაზე მმართველი პარტიაც მიიპტიჟა, თუმცა „ქართული ოცნების“ არცერთი წევრი შეხვედრაზე არ გამოჩენილა.

შეხვედრის დაწყებამდე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეხვედრა არ დასრულდებოდა, სანამ  ტელეკომპანია „მთავარსა“ და ტელეკომპანია „ფორმულაზე“  არ ისაუბრებდნენ,  რადგან ორივე მედიაორგანიზაცია მმართველი პარტიის მხრიდან იდევნება. ოპოზიციის ნაწილს იმედი აქვს, რომ სიტყვის თავისუფლების დასაცავად საქართველოს პრეზიდენტი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას შეიწყალებს, თუმცა მეორე ნაწილს ამის არ სჯერა.

მედიაგარემოს გარდა, დღევანელ შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორმა და პოლიტიკოსებმა განიხილეს საჯარო მოხელეებისა თუ სხვა პირების პოლიტიკური ნიშნით დევნის საკითხიც. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია სისტემურ პრობლემად იქცა.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend