მთავარიკუბიTikTok-ის ევროპელი მომხმარებლების მონაცემები ჩინელი თანამშრომლების ნაწილისთვის ხელმისაწვდომია

TikTok-ის ევროპელი მომხმარებლების მონაცემები ჩინელი თანამშრომლების ნაწილისთვის ხელმისაწვდომია

ჩინურმა პლატფორმა ტიკტოკმა ევროპელი მომხმარებლებისთვის კონფიდენციალურობის პოლიტიკა განაახლა, რომლის მიხედვით მომხმარებლების პირადი ინფორმაცია და მონაცემები კომპანიის თანამშრომლების ნაწილისთვის ხელმისაწვდომი ხდება.

ვიდეოპლატფორმის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, რომ მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ განცხადება უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის გააკეთეს.

კომპანიის ცნობით, ჩინეთის გარდა ტიკტოკის მონაცემების დამუშავება შეიძლება მოხდეს კომპანიის თანამშრომლების მიერ ისეთ ქვეყანაში როგორებიცაა, ბრაზილია, კანადა, ისრაელი, მალაიზია, ფილიპინები, სინგაპური სამხრეთ კორეა და აშშ.

ტიკტოკი განმარტავს, რომ ევროპელ მომხმარებლების მონაცემებზე წვდომა ნებადართულია ზოგიერთი თანამშრომლისთვის კორპორატიული ჯგუფიდან, ამასთან ამ თანამშრომლების წვდომა რეგულირდება „უსაფრთხოების სანდო ინსტრუმენტებით“, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის კანონს კონფიდენციალურობის შესახებ.

ეს განცხადება კეთდება მაშინ, როდესაც რამდენიმე დღის წინ აშშ-ს ფედერალური კომუნიკაციების კომისარმა  ბრენდან კარმა თქვა, რომ ტიკტოკი საერთოდ უნდა აიკრძალოს ამერიკაში.

მისი თქმით, არ არსებობს ტექნიკა, სადაც შეიძლება მოიფიქრო მონაცემების უსაფრთხოების ისეთი სისტემა, რომელიც სრულყოფილად დაიცავს თქვენს პირად ინფორმაციას ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიისგან.

ტიკტოკის მფლობელმა, ჩინურმა კომპანია ბაიტდენსმა არაერთხელ აღნიშნა, რომ არ კონტროლდება ჩინეთის ხელისუფლების მიერ, თუმცა პლატფორმის შემოწმება რეგულარულად ხდება ევროპისა და აშშ-ის მიერ.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend