გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების მიუხედავად, პოლონეთ-ბელარუსის საზღვრების უკანონო გადაკვეთა კვლავ გრძელდება. სასაზღვრო დაცვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც საზღვარზე კედელი აშენდა, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მსურველთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, თუმცა ბოლო დღეებში კვლავ გაიზარდა. მესაზღვრეებმა უკანონო გადაკვეთის 124 მცდელობა გამოავლინეს.
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მუშაობენ, ამბობენ, რომ ზამთარში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.
„ იმ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, რომლებიც საზღვარს ზამთარში კვეთენ, საფრთხე ემუქრება. ველურ პირობებში, მაგალითად, ტყეებში, ტბებში, მდინარეებში, ჭაობებში, ჰიპოთერმია შეიძლება ძალიან სწაფად განვითარდეს. მით უმეტეს, თუ არ იცი, რა პირობებში ხარ, არ გაქვს შესაბამისი აღჭურვილობა და ხარ მოუმზადებელი”, – წუხს ფონდი „ოცელენიეს“ წარმომადგენელი მარიანა ვარტეკა, რომელიც საზღვარზე ადამიანებს ეხმარება.
გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროპაში გადასვლას ცდილობენ, არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულებიც. დაკარგულთა სიაში არაერთი ადამიანია, რომელთა ადგილსამყოფელი თვეების განმავლობაშია უცნობი. სამძებრო სამუშაოების ჩატარება კი რთულია.
რამდენიმე დღის წინ მდინარეში დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ზამთარი ახლოვდება, საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე კი მდგომარეობა კი სულ უფრო რთულდება.